Home » მთავარი » მაქსიმუმს გავაკეთებთ რომ შეთანხმება სამართლიან პრინციპებზე მოხდეს

მაქსიმუმს გავაკეთებთ რომ შეთანხმება სამართლიან პრინციპებზე მოხდეს

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დიალოგის მეხუთე რაუნდის ფარგლებში შეხვედრა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

თალაკვაძე ამბობს, რომ საზოგადოების დაკვეთაა და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად სამართლიან პრინციპებზე მოხდეს შეთანხმება.

“ვფიქრობ, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი იქეთ, რომ ჩვენ შევხვდეთ კიდევ ერთხელ და შემდეგი დიალოგის ფარგლებში, მთავარი საკითხები ერთმანეთთან შევათანხმოთ. ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთაც და ჩვენ როგორც ხელისუფლება, მაქსიმუმს გავაკეთებთ რომ სამართლიან პრინციპებზე მოხდეს შეთანხმება. დღეს, რა თქმა უნდა, დეტალებზე არ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ აუცილებლად გპირდებით, რომ ყველა დეტალი და მოლაპარაკების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი თქვენთვის იქნება ცნობილი, როგორც კი შემდეგი დიალოგი დაინიშნება,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

„თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ქვეყნაში არსებული მნიშვნელოვანი მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა ზემოთხსენებული ტიპის ...