Home » მთავარი » ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.

ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს თავდაცვის მინისტრს სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გვირგვინით შეამკო 1915 წელს დაღუპულ სომეხთა მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა კოლეგასთან, დავით ტონოიანთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...