Home » მთავარი » “პოლიტპატიმრების გარეშე ლაპარაკი არაფერზე არ შედგება…”

“პოლიტპატიმრების გარეშე ლაპარაკი არაფერზე არ შედგება…”

გერმანიის საელჩოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ  თუ ციხიდან არ გამოვა ის ხალხი, რომელიც შეთითხნილი ბრალდებებით ზის იქ, და არ შეწყდება სხვების წინააღმდეგ აღძრული საქმეები, არავითარი შეთანხმება არ შედგება.

„ეს არის არაფორმალური შეხვედრა და არანაირი ოფიციალური წინადადება არ გაკეთებულა და რომ გაკეთებულიყო, არავის არ მიუღია. მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ამ მედალს ორი მხარე აქვს. პოლიტპატიმრების გარეშე ლაპარაკი არაფერზე არ შედგება, არავითარი წინადადება არ მიიღება და თუ ციხიდან არ გამოვა ის ხალხი, რომელიც შეთითხნილი ბრალდებებით ზის იქ, და არ შეწყდება სხვების წინააღმდეგ აღძრული საქმეები, არავითარი შეთანხმება არ შედგება. „ქართული ოცნება“ საუბარში შერბილდა და დაიძრა სწორი მიმართულებით. მოვასწრებთ თუ არა იმ წერტილამდე მისვლას, რომელსაც პროპორციული არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ჰქვია, რამდენიმე დღეში გაირკვევა“, – განაცხადა ვაშაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...