Home » მთავარი » თამარ ტალიაშვილის ახალი ინიციატივა – პროექტი ,,საავტორო საათი’’

თამარ ტალიაშვილის ახალი ინიციატივა – პროექტი ,,საავტორო საათი’’

თბილისის საკრებულოში ახალი პროექტის ,,საავტორო საათი’’ პრეზენტაცია გაიმართა “გაუზიარე წარმატება”, ამ ლაიტმოტივით – თბილისის განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით ახალი პროექტი ,,საავტორო საათი’’ იწყება. „საავტორო საათი“ – თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორის სამინისტროს ერთობლივი პროექტია. პროექტის ფარგლებში თბილისის საგანმანათლებლო სკოლებში მოეწყობა რეგულარული შეხვედრა-მასტერკლასები მოსწავლეებისათვის. ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების სფეროთა წარმატებული წარმომადგენლები თბილისის სასწავლო დაწესებულებებში გამართავენ უშუალო შეხვედრებს, მოსწავლეებს გაუზიარებენ საკუთარ პროფესიულ მიღწევებსა და პირად გამოცდილებას, გაიმართება დისკუსიები. პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ინიციატივის ავტორმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა, მან ასევე აღნიშნა, რომ:

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოქმედი და ინოვატორი საზოგადოების გაერთიანება ერთი მიზნით – ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე, შევუქმნათ შესაძლებლობები და წარმატების თანაზიარი გავხადოთ”. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები თამარ ქიტიაშვილი და ნუნუ მიცკევიჩი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრეზიდენტი ზვიად გაბისონია, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, კინო-პროდიუსერი და მსახიობი ედმონდ მინაშვილი, სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური. პროექტის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ვირსალაძის სახელობის თბილისის ხელოვნების სკოლის მოსწავლის, 13 წლის ნინო ჩხეტიანის ფერწერული ნამუშევრები, ხოლო საღამოს მუსოკალურად აფორმებდა ალიოზ მიზანდარის სახელობის თბილისის ხელოვნების სკოლის „ბიჭუნათა კაპელა“ და ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 ხელოვნების სკოლის გოგონათა სასულე ორკესტრი.

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...