Home » მთავარი » შეთანხმებული ვართ, რომ დეტალებზე არ ვისაუბრებთ – კობახიძე

შეთანხმებული ვართ, რომ დეტალებზე არ ვისაუბრებთ – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან გამართული არაფორმალური შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა საინტერესო და ორიგინალური იდეები.

კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის იდეები ქმნის საფუძველს, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პარტიები „რაციონალური და სამართლიანი დოზით“ იყვნენ წარმოდგენილები.

„შეთანხმებული ვართ, რომ დეტალებზე არ ვისაუბრებთ. თუ ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაიწყებენ საბაბის ძებნას, ამ შემთხვევაში შეთანხმება იქნება მიღწეული“, – თქვა კობახიძემ, თუმცა „ქართული ოცნების“ წინადადების რამდენიმე პრინციპი დაასახელა.

„საბოლოო ჯამში ის იდეები, რომლებიც გავაჟღერეთ დღევანდელ შეხვედრაზე, იძლევა იმის საშუალებას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მანდატების კუთხით მიიღოს იგივე შედეგი, რასაც ის მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში. ეს დავამტკიცეთ ჩვენ კონკრეტული ციფრებით. ის მოდელი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, არის ბოლომდე დაახლოებული პროპორციულ სისტემასთან, ერთადერთი დარჩა ის, რომ თუ ვინმეს უნდა საბაბის მოძებნა, ეს ყოველთვის შეიძლება. არგუმენტები ამ იდეების წინააღმდეგ შეუძლებელია, რომ მოიძებნოს. ეს უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტში მაქსიმალურად სწორი მოდელის ჩამოყალიბებას და იმედი მაქვს, რომ ამ მოდელთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში შეთანხმება იქნება მიღწეული“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...