Home » მთავარი » Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა

Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა

„კორონავირუსის გამო, Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა“, – ცნობას ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაზე“ დაყრდნობით სააგენტო ამბობს, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენები ნაცვლად 4-სა, კვირაში ორჯერ განხორციელდება.

ამასთან, მილანსა და თბილისს შორის, რეისების სიხშირის შემცირება ძალაში იქნება მხოლოდ 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდში.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებას, 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები არ განხორციელდება.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...