Home » მთავარი » გავაჟღერეთ ორიგინალური იდეები საარჩევნო მოდელზე

გავაჟღერეთ ორიგინალური იდეები საარჩევნო მოდელზე

გერმანიის ელჩთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის არაფორმალური შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ მათ გააჟღერეს კომპრომისული იდეები. შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მათ გააჟღერეს ძალიან საინტერესო და ორიგინალური იდეები საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია, კონკრეტულად რას გულისმობდა საარჩევნო მოდელის მათი ვარიანტი. მისი თქმით, მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ ჯერ არ ისაუბრებდნენ ამაზე. მან მედიას ზოგადი განმარტება მიაწოდა:

“ეს იდეები ქმნის იმის საფუძველს, რომ ჩამოყალიბდეს იმგვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში რაციონალური და სამართლებრივი დოზით. ეს უზრუნველყოფს პლურალიზმის ძალიან მაღალ ხარისხს. იქნება ჩამოყალიბებული რაციონალური დოზით საპარლამენტო უმრავლესობა. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძლევს რომ იქნეს შეთანხმება ამ მოდელთან დაკავშირებით”.

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ არსებული მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძველი აღარ დარჩა:

“შემდეგ მოლაპარაკებებზე, ის, ვინც უარს განაცხადებს შეთანხმებაზე და ჩაშლის დიალოგს, ან არ დაეთანხმება საბოლოო წესებს, მას მოუწევს საზოგადოებას აუხსნას, თუ რა იყო მისი რეალური მოტივაცია”.

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი- ვირუსული ინფექციებისთვის – დაიცავი თავი!

გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც წელიწადში დაახლოებით 3-5 მილიონი ადამიანი ავადდება (არ ...