Home » მთავარი » ბოდიშს ვუხდი ადამიანებს, თუ მათ მოუმზადებელი პირობები დახვდათ საკარანტინო ზონაში

ბოდიშს ვუხდი ადამიანებს, თუ მათ მოუმზადებელი პირობები დახვდათ საკარანტინო ზონაში

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ბოდიში მოუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც საკარანტინო სივრცეში მოუმზადებელი პირობები დახვდათ. ამირან გამყრელიძემ ამით უპასუხა მედიაში გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალებს. ორკვირიან კარანტინში, ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი ადამიანების ნაწილი არასათანადო პირობებს უჩივის.

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ექსტრემალურ პირობებში ვმუშაობთ. მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ საკარანტინო სივრცეში. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დილიდან ინტენსიურად არის ჩართული ამ საკითხში და ყველაფერი წესრიგდება”, — აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 29 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გათავისუფლდება სხვა პაციენტებისგან და მომზადდება საკარანტინო ზონად. კლინიკის დირექტორმა ლევან გოქოძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ იქ თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, რომელიც პოტენციურად დაინფიცირებულია კორონავირუსით.

დღესვე საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე კი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა.

ვირუსის პირველი შემთხვევა დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა ქვეყანაში. მეორე კი პირს, რომელსაც ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირველი ინფიცირებული საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია. მეორე ინფიცირებულზე კი ახლა ადგენენ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი

Facebook Comments
x

Check Also

ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში ...