Home » მთავარი » მმართველმა გუნდმა ოპოზიციას “სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები” შესთავაზა

მმართველმა გუნდმა ოპოზიციას “სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები” შესთავაზა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმება შესაძლებელია. ამის შესახებ თალაკვაძემ ქართული ოცნების ოფისში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრა პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს უთხრა, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას “სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები” შესთავაზა, თუმცა შეთანხმების დეტალებზე მან არ ისაუბრა.

“ოპოზიციის ნაწილი ცდილობდა, რომ თავისი რაკურსით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, ზოგიერთი დეტალი, რომელიც ამ მოლაპარაკების საგანი იყო კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხშირად ამ პარტიის წარმომადგენლების განცხადებები იმ რაციონალურ არგუმენტებსა და რეალობას სცდებოდა. ამ მომენტისთვის როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან არის გადადგმული ნაბიჯები იმისთვის, რომ შეთანხმება შედეგს”, — აღნიშნა თალაკვაძემ.

გარდა ამისა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მათ მომზადებულ მოდელში გათვალისწინებულია ისიც, რომ თუ პარტია არჩევნებში მხარდაჭერის 40 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს, მან ერთპიროვნულად მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლოს.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...