Home » მთავარი » “40%-ის პრინციპი არის დაკმაყოფილებული-არჩილ თალაკვაძე

“40%-ის პრინციპი არის დაკმაყოფილებული-არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული 40%-იანი პრინციპის კანონმდებლობაში ასახვა პროპორციის განაწილებას “მეორე და მესამე ხარისხოვანს” ხდის.

მისი თქმით, დღეს არსებული შეთავაზებით მომგები პარტიები ნამდვილად მოიგებენ, ხოლო ის, ვინც წააგებს, ნამდვილად ობიექტურად წააგებს.

“40%-ის პრინციპი არის დაკმაყოფილებული და უცნაური იქნება, თუ ოპოზიცია დღეს ცვლის თავის რიტორიკას და ამბობს, რომ ეს აღარ არის მისთვის მთავარი. ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩაშლის ამ მოლაპარაკებას, ამ პარტიას მოუწევს საზოგადოებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ახსნა, თუ რატომ ჩაშალა ეს მოლაპარაკებები”, — განაცხადა თალაკვაძემ..

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments