Home » ბლოგი » “8 მარტიდან – 8 მარტამდე…ქალთმოძულე საზოგადოება დღეს 8 მარტს ზეიმობს…”

“8 მარტიდან – 8 მარტამდე…ქალთმოძულე საზოგადოება დღეს 8 მარტს ზეიმობს…”

ბლოგი

თინა თაყაძე, ჟურნალისტი.

_ ქალთმოძულე საზოგადოება დღეს 8 მარტს ზეიმობს.

დღეს, რაიმეს სიმბოლურად აჩუქებენ ქალებს, რომლებიც გუშინ, გუშინწინ, ან კიდევ წინა დღეებში ცემეს, აწამეს, დაჭრეს, სექსუალურად ან ფსიქოლოგიურად იძალადეს…

ვერ მიულოცავენ მათ, ვინც შემოაკვდათ ან, განზრახ მოკლეს…

დღეს, მოკლული, ნაწამები, ნაცემი ქალის მეზობელი კაცები და ქალები, იმის იმედათ იქნებიან, რომ 8️⃣ მარტია და მათი მეზობლის ტირილს, თხოვნას რომ ვინმემ უშველოს, არ მოისმენენ. ნუ თუ მოისმინეს, არც ეგ იქნება პრობლემა. როგორც ყოველთვის, ახლაც გაატარებენ, აბა,, სხვისი ოჯახის” საქმეში ხომ არ ჩაერევიან?

იქამდე მაინც, სანამ უსულო, სისხლიან სხეულად არ იქცევა ქალი, თორემ მერე, პირველები მიცვივდებიან ტელე კამერებთან, რომ უკვე მოკლულის, რომელიც განწირული ხმით დახმარებას ითხოვდა, პირადი ცხოვრება გაქექონ. მკვლელობის და ძალადობის გამართლებას შეეცადონ და გული აგვიჩუყონ იმის გახსენებით, თუ როგორ აქცია ეს არაჩვეულებრივი ბიჭი მოკლულმა – მკვლელად.

დღეს, ის დედებიც მიიღებენ მილოცვებს, რომლებმაც შვილებს მამაკაცის მორჩილება შთააგონეს და იმ ქალიშვილებსაც მიულოცავენ, ქმრის მხრიდან ძალადობას მხოლოდ იმიტომ რომ აღარ შესჩივიან, რომ აზრი აღარ აქვს. ვერც დედის მხარდაჭერას გრძნობენ და კი არ შეეგუვნენ, ჯანსაღ პროცესადაც წარმოუდგენიათ…

დღეს ვიღაცეები ბევრს იხუმრებენ- ,,ცეტკინობას” გილოცავთო, ისინი, ვისაც წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს ეს დღე.

დღეს, მარტოხელა დედები, ისევ იმაზე იდარდებენ, რითი და როგორ გამოკვებონ შვილები..
რამდენი ქალი კი, თუნდაც ერთი წამით, ახლობლებთან ჩახუტებას ინატრებს…

ვიღაც იტყვის, განა სულ თქვენი დღე არ არის ყველაო??? და მწყურვალივით გამოსცლის სასმისს..

მერე?
მერე დაიწყება 8 მარტიდან – 8 მარტამდე მკვლელობების, ნაწამები სხეულების დათვლა…

ზოგი, უბრალოდ გაემიჯნება ფემიციდს…

ზოგიერთი, მიზეზების მოძიებას დაიწყებს -,, ისე უბრალოდ ხო არ მოკლავდა?-ო…

და ა. შ.

მოკლედ, 8️⃣ მარტს გილოცავთ ქალებო და გისურვებთ, გამოიყენოთ ძალა, რომელიც თქვენშია.

არავის მისცეთ თქვენი შეურაცხყოფის, თქვენზე რამენაირი ძალადობის უფლება…

თქვენ კი მამაკაცებო, უთხარით სხვა, თქვენგან განსხვავებით, მოძალადე არსებებს, რომ ქალს ისეთივე უფლებები აქვს, როგორც თქვენ.

დაიცავით იმ ქალთმოძულეებისგან თქვენი დები, დედები, შვილები, მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები და ყველა სხვა დანარჩენი…

8️⃣ მარტს გილოცავთ!!!

Facebook Comments
x

Check Also

რომელი მიმართულებები აგრძელებენ მუშაობაში საყოველთაო კარანტინის დროს

საქართველოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ  18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება: სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა; სურსათის/ცხოველის ...