Home » მთავარი » 120/30 – ოთხშაბათამდე გვაქვს ვადა, რომ დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი

120/30 – ოთხშაბათამდე გვაქვს ვადა, რომ დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირების მაქსიმალური ვადა 11 მარტია. ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის შემდეგ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„შეთანხმება არის მიღწეული 120/30-თან დაკავშირებით. ეს არის მოდელი, რომელზეც შედგა შეთანხმება, თავისი დეტალებით და ნიუანსებით, ეს ალბათ იცით უკვე და აღარ გადაგღლით ამ დეტალებით. რაც შეეხება პროცედურულ მხარეს, ოთხშაბათამდე გვაქვს ვადა, იმისთვის რომ დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი. მანამდე მომზადდება კანონპროექტი და მოხდება მისი ინიცირება საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...