Home » მთავარი » ზარ-ზეიმს არ ვუერთდები — მაჟორიტარი ოქრიაშვილი საარჩევნო სისტემას მხარს არ დაუჭერს

ზარ-ზეიმს არ ვუერთდები — მაჟორიტარი ოქრიაშვილი საარჩევნო სისტემას მხარს არ დაუჭერს

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი არც პროპორციულთან მიახლოვებულ საარჩევნო რეფორმას დაუჭერს მხარს. რუსთავი 2-თან ინტერვიუში დეპუტატი აღნიშნავს, რომ მისი პოზიციის მიუხედავად ცვლილება არ ჩავარდება, რადგან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს:

“მე ამ ზარ-ზეიმს არ ვუერთდები შეთანხმებასთან დაკავშირებით, რადგან ვხედავ მკაფიოდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რა მინუსებს მოუტანს ქვეყანას. კოალიციები, რომლებიც ჩნდებიან, მუდმივი რიგგარეშე არჩევნები, რაც ისედაც სუსტი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკის დამუხრუჭებაა და ა.შ. და მერე დადგება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ პოლიტიკოსის, ვინც ახლა ზარ-ზეიმით არის, რომ რა მაგარ შეთანხმებას მივაღწიეთ”, — ამბობს კახა ოქრიაშვილი

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments