Home » მთავარი » თამარ ტალიაშვილმა საერთაშორისო პლატფორმა კიდევ ერთხელ გამოიყენა საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციისთვის

თამარ ტალიაშვილმა საერთაშორისო პლატფორმა კიდევ ერთხელ გამოიყენა საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციისთვის

თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს კონგრესის (Congress of the CoE),  ევროპის რეგიონთა ასოციაციისა (CEMR/PLATFORMA) და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) სახელით გაეროს  ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში “power2her” ჩაერთო.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილის მიმართვა ქალთა უფლებების დაცვის თანასწორობის მიღწევისა და მსოფლიო გლობალური გამოწვევების ფონზე ქალთა განსაკუთრებულ როლს შეეხებოდა. მან საერთაშორისო მედია პლატფორმა კიდევ ერთხელ გამოიყენა, საქართველოს ოკუპაციის საკითხის ხაზგასასმელად. საერთაშორისო ვიდეო მიმართვა მან მხატვარ სალომე ჩადუნელის საქართველოს რუკის ორიგინალური გულსაბნევით ჩაწერა.

თამარ ტალიაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია. ის ასევე ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტია

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments