Home » მთავარი » აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ დიპლომატებიც. დღეს მაუწყებლის თანამშრომლები ამერიკის შეერთებული შტაბების საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.

გარდა ამისა, დაანონსებულია ინფორმაციის მიწოდება საპარლამენტო ჯგუფისთვისაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი აპირებენ სამართლებრივ ბრძოლის გაგრძელებას ყველა იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ახალმა დირექტორმა მიიღო.

“ყველაფრის უკან დგას ხელისუფლება და ძალიან დიდი ძალაუფლების მქონე პირები. გიორგი კოხრეიძე და 3 მრჩეველი ვერაფრით ვერ შეძლებდნენ იმ პროცესების ორგანიზებას ასე, როგორც დღეს ხდება. ახლა ძალიან კრიზისული მდგომარეობაა ჩვენთან და თანამშრომლები არიან მძიმე პირობებში. ერთის მხრივ კოლექტიური დავის პირობებში და მეორეს მხრივ, მენეჯმენტთან ბრძოლაში, რომელიც უგულებელყოფს შრომით უფლებებს, “- განაცხადა აჭარის ტელევიზიის თანამშრომელმა მაია მერკვილაძე.

Facebook Comments
x

Check Also

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, ...