Home » მთავარი » პროკურორი ქრთამის აღების დროს დააკავეს

პროკურორი ქრთამის აღების დროს დააკავეს

გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ-მ ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პროკურორმა დ.შ-მ ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს  საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდებოდა.

ბრალდებულის ოჯახის წევრი პროკურორის მოთხოვნას დათანხმდა. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ.შ-მ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით მთლიანობაში 20 000 ლარი გამოართვა. ქრთამის აღების დროს პროკურორი დ.შ. გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულ დ.შ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments
x

Check Also

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგის მიზნით გამართულ კომიტეტის სხდომას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ...