Home » მთავარი » ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაში იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაში იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი თანაშემწე თვითიზოლაციაში იმყოფება.

მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილება მისმა თანაშემწემ მას შემდეგ მიიღო, რაც მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

“ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მის მეუღლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ის უკვე იყო თვითიზოლაციაში. შესაბამისად, ჩემს თანაშემწეზე და მის ოჯახზე გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, იყო დაბალი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები და თანაშემწე უკვე 1 კვირაა აღარ იმყოფება სამინისტროში, რაც რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვირუსი მასაც არ დაუფიქსირდება. პრევენციულად ჩავუტარეთ მას კვლევა, რომელიც იყო ნეგატიური კორონავირუსზე. ჩემთან მიმართებაში საშიში არ არის,” – განაცხადა ტიკარაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 421 ფაქტი გამოვლინდა

 მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. ...