Home » ეკონომიკა » ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილეს

ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილეს

პანდემიასთან მიმართებაში ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა მთავრობამ ეროვნულ ბანკთან და საბანკო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან განიხილა. გეგმა მიზნად ისახავს, პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას. შეთანხმების მიხედვით, დაწესდება საგადასახადო შეღავათები მოწყვლადი სექტორებისთვის. ასევე, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი, მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენებს, რათა ბიზნესზე ნეგატიური გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ უკვე აქვთ კონკრეტული მიმართულებით გარკვეული შეთანხმებები.

-გვაქვს გარკვეული შეთანხმებები, რომელზეც დეტალურად ალბათ მომდევნო დღეებში პრემიერი გააკეთებს აქცენტირებას. ეს არის მაგალითად ფისკალური სტიმულირების ღონისძიებები, მოწყვლადი სექტორებისთვის გადასახადების ნაწილში გარკვეული შეღავათების მიცემა”-განაცხადა ლილუაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

გთხოვთ, ბატონი ელისაშვილის და „გირჩის“ ნაწილის მიმართ სიტყვა ოპოზიცია აღარ იხმაროთ – აკაკი ბობოხიძე

ძალიან გთხოვთ, რომ სიტყვა ოპოზიცია აღარ იხმაროთ ბატონი ელისაშვილის და ასევე „გირჩის“ ნაწილის მიმართ, – ...