Home » ბრიფინგი » ფონდი ,,ქართუ” კორონავირუსის გავრცელების პრევენციაში მთავრობას ფინანსურად დაეხმარება

ფონდი ,,ქართუ” კორონავირუსის გავრცელების პრევენციაში მთავრობას ფინანსურად დაეხმარება

ფონდი ,, ქართუ” სრულად გამოხატავს მზადყოფნას კორონავირუსის პრევენციისთვის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.
ფეისბუქ გვერდზე ფონდ ,,ქართუს” მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქართუ” ფონდი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.

ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ბევრი გამოწვევა დაუძლევია და დარწმუნებულები ვართ, ცივილიზებული მსოფლიოს კვალდაკვალ, ერთმანეთის თანადგომით, ამ გამოწვევასაც წარმატებით გავუმკლავდებით,“- ნათქვამია ფონდი „ქართუს განცხადებაში.

„ქართუს“ განცხადების თანახმად ფონდი მზადაა შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, ეს დანაკლისი თავად შეავსოს.

Facebook Comments
x

Check Also

“ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მოახმაროთ ხალხს…”

პაატა ჯიბლაძე “მემარცხენე ალიანსის” საორგანიზაციო მდივნი ჩვენი პარტიის, ,,მემარცხენე ალიანსის”აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ სხვადასხვა საინფორმაციო ...