Home » ემიგრანტები » ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო საგანგებო რეჟიმში მუშაობს, გახსნილია ცხელი ხაზი

ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო საგანგებო რეჟიმში მუშაობს, გახსნილია ცხელი ხაზი

 დიანა ჟღენტი

საქართველოს გენერალური კონსული ნიუ – იორკში

ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო საგანგებო რეჟიმში მუშაობს , ნიუ იორკის მერისს მიერ გავრცელებული ყველა სიახლე საკონსულოს ვებ გვერდზეა განთავსებული , გახსნილია ცხელი ხაზი . ემიგრანტებისთვის ყველა დახმარების მობილიზებულია .

ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ, ნიუ როშელში გახსნა შტატში პირველი მობილური ტესტირების ცენტრი კორონავირუსის (COVID-19)-ის გამოსავლენად.
მობილური ტესტირების ცენტრი მოემსახურება 200 ადამიანს და მომდევნო დღეებში ცენტრი მოემსახურება დღეში 500 ადამიანს.
ტესტირებისთვის ნიუ როშელის მაცხოვრებლებმა წინასწარ უნდა დანიშნონ ვიზიტი სატელეფონო გასაუბრებით: 888-364-3065

❗️მობილური ტესტირების ცენტრი პრიორიტეტს მიანიჭებს ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი რისკის შემცველ დასახლებებში.

ბმული:
https://www.governor.ny.gov/news/governor-cuomo-opens-states-first-drive-through-covid-19-mobile-testing-center-new-rochelle-0

❗️ საქართველოს გენერალური საკონსულო მოვლენების კვალდაკვალ
❗️ ყველა სიახლეს გაეცანით საკონსულოს ოფიციალურ გვერდზე
გ ა ა ვ რ ც ე ლ ე თ

📢 ქ. ნიუ იორკის მერის, ბილ დებლასიოს განცხადებით კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა არის საკმაოდ ცვალებადი.

✅24 საათის განმავლობაში, ნიუ იორკელებს მიეწოდებათ ახალი ინფორმაციის დიდი ნაკადი, რომელიც უშუალოდ ეხება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების შეტანას. მერის თქმით მას ესმის, რომ მრავალი თქვენგანი შეიძლება ღელავდეს თუ რას შეიძლება ეს ყველაფერი ნიშნავდეს თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.

✅ გუშინ, მერმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ქ. ნიუ იორკში. მან ახსენა, რომ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა საშუალებას აძლევს სახელმწიფოს მეტი ძალისხმევით იმოქმედოს მოცემული კრიზისის პერიოდში და დაიცვას ნიუ იორკელების უსაფრთხოება. მერის თქმით, ზოგიერთ ზომებს იყენებენ დღესაც და სხვა აქტივობები დაგეგმილია მომავალი დღეებისთვის.

✅ როგორც უკვე ცნობილია, დღესდღეობით ნიუ იორკის შტატმა, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად დაადგინა რეგულაციები რომელიც დროებით კრძალავს ხალხმრავალ შეკრებებს და ზღუდავს ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებებში.

✅ დებლასიოს თქმით, იგი და გუბერნატორი ქუომო შეთანხმდნენ მსგავსი ზომების მიღების აუცილებლობაზე. აღლუმები, კონცერტები, გამოსვლები, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები რომელიც ითვალისწინებდა 500 ადამიანს, პარასკევიდან, 13 მარტიდან, უქმდება. დაწესებულებებისთვის როგორებიცაა კაფე-ბარები, რესტორნები, საბანკეტო დარბაზები, რომლებსაც გააჩნიათ 500 ადამიანამდე მიღების შესაძლებლობა, მოცემული რეგულაციით უნახევრდებათ ეს შესაძლებლობა იმისათვის, რომ ადამიანებს მიეცეთ საშუალება შეინარჩუნონ შესაბამისი საზოგადოებრივი დისტანცია.

✅ მერი დებლასიო ამბობს, რომ მას მშვენივრად ესმის თუ რამდენად მძიმედ შეიძლება იმოქმედოს მსგავსმა რეგულაციამ ადგილობრივ ბიზნესებზე და შრომისმოყვარე ხალხზე, მაგრამ მიუხედავად ამისა ამ ეტაპზე მსგავსი შეზღუდვები არის აუცილებელი. სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანისთვის პირადი სივრცის გაზრდით კორონავირუსის გავრცელების სისწრაფე საგრძნობლად იზღუდება.

✅ მერის თქმით მომავალ დღეებში საგანგებო მდგომარეობა სახელმწიფოს აძლევს საშუალებას დაარეგულიროს სხვადასხვა პროდუქტზე ფასების ზრდა, განიხილოს ცვლილებები რომლებიც შეეხება საჯარო მოხელეების შეზღუდვებს რათა მოხდეს ქალაქის დაწესებულებების საგანგებო რეჟიმში გადაყვანა. მერიას შეუძლია სთხოვოს საავადმყოფოებს, რომ მათ გადადონ დაგეგმილი არჩევითი ოპერაციები და პრიორიტეტად გახადონ კორონავირუსთან შებრძოლება.

✅ მისი თქმით, შედარებით მკაცრი ზომები როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუქმება, კომენდანტის საათის დაწესება, საჯარო სივრცეებში ხალხის შეზღუდვა, განიხილება მხოლოდ როგორც საბოლოო უკიდურესი საშუალება. მსგავსი ზომების გამოყენება მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სიტუაცია მოითხოვს დამატებითი ზომების მიღებას ნიუ-იორკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

✅ მერმა აღნიშნა, რომ ნიუ იორკი არის ყველაზე ძლიერი და დიდი ქალაქი აშშ-ში და ისინი ემზადებოდნენ ამ სიტუაციისთვის პირველი განგაშის შემდეგ იანვარში. მერია ინარჩუნებს ისეთ სამსახურებს რომლებსაც თქვენ ყოველდღიურად იყენებთ.

❗️დებლასიომ ახსენა, რომ ასეთ პერიოდში ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია და სხვადასხვა ჭორები. მერია აგრძელებს, რომ ნიუ-იორკელებს მიეწოდოთ ყველაზე განახლებული არსებული ინფორმაცია. ამისათვის, აკრიფეთ COVID ნომერზე 692692, გადადით ბმულზე nyc.gov/coronavirus ან დაუკავშირდით მერიის ცხელ ხაზს 311-ზე.

https://www.governor.ny.gov/news/governor-cuomo-opens-states-first-drive-through-covid-19-mobile-testing-center-new-rochelle-0?fbclid=IwAR0-DpNSif9TWd-BGi9A6qwzKeQrBQ4czgad-kc0gSEmTTygqUGPpoMMEYA

 

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი ამცირებს სიმსივნის რეციდივირებისა და მეტასტაზების წარმოქმნის რისკს

საქართველოში ყოველწლიურად სიმსივნის დაახლოებით 10,000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. თანამედროვე მედიცინაში ტრადიციულ ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად, სულ ...