Home » მთავარი » ახმეტა თელავის დამაკავშირებელი გზა გადაკეტილია – ამ წუთებში აქციას მართავენ ადგილობრივები

ახმეტა თელავის დამაკავშირებელი გზა გადაკეტილია – ამ წუთებში აქციას მართავენ ადგილობრივები

ამ წუთებში ახმეტა თელავის დამაკავშირებელი გზა გადაკეტილია – აქციის მონაწილეები გარემოს დაცვის თანამშრომლებს შერჩევით სამართალში ადანაშაულებენ, რის გამოც ახმეტა თელავის დაკამაშირებელი გზა საკუთარი მანქანებით გადაკეტეს.

აქციის მონაწილეთა განმარტებით, მათ მდინარესა და ხევიდან ქვა ღორღის ამოღების საშუალება არ ეძლევათ და შესაბამისი საჯარიმო სანქციები უწესდებათ, მაშინ როცა, გარემოს დამცველები სხვებს მსგავსი ქმედებისთვის არ სჯიან.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაცვის ინსპექცია მათდამი დამოკიდებულებას არ შეცვლის ადგილობრივები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. ადგილზე იმყოფება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიც.

აქციაზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველებიც.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...