Home » ეკონომიკა » ქართული ეკონომიკის ძირითად პრობლემას წარმოადგენს პანდემიისგან გამოწვეული გაურკვევლობა!..

ქართული ეკონომიკის ძირითად პრობლემას წარმოადგენს პანდემიისგან გამოწვეული გაურკვევლობა!..

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

საქართველოში ორგანიზებულია „COVID-19“-ის დაავადების კონტროლი და პრევენციის ღონისძიებები, მოქნილია სახელმწიფო სისტემების მიდგომები, გააქტიურებულია ქვეყნის მზაობისა და უზრუნველყოფის პროცესი, მზარდია საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის ფინანსური ხელშეწყობა. მმართველობითი გარემო თამამად ითვისებს საზოგადოებრივ ინიციატივებსა და რეკომენდაციებს. თავის მხრივ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბიზნეს სექტორიც ზრუნავს საზოგადოებაზე.

შთამბეჭდავია, ხელისუფლების მიერ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, ეკონომიკისა და საზოგადოების მხარდამჭერი ღონისძიებები, ნეგატიური გავლენების შერბილების მიდგომები და მუშაობის რეჟიმი.

სამწუხაროდ ფორმირდება დისტანცირების ეპოქა, რომლის ძირითად  გამოვლინებას წარმოადგენს: ქვეყნებს შორის დისტანცირების გაღრმავება და ნაციონალურ რესურსებზე დამოკიდებულების ზრდა, სოციალური დისტანცირების ზრდა და სოციალური ნორმების ცვლილება, არაპროპორციული ყურადღების პოლიტიკა და ძალაუფლების შეუმჩნევლად ზრდის ტენდენცია.

მართალია ქართული ეკონომიკა რყევებს უძლებს, თუმცა იმპორტზე დამოკიდებულება, პროგრამების სიმცირე, აკადემიური და ინიციატივიანი საზოგადოებისადმი პოლიტიკური შიშწარმოქმნის ატმოსფერო ქმნის  ვნებათაღელვის საფუძველს.

დღეს, ქართული ეკონომიკის ძირითად პრობლემას წარმოადგენს პანდემიისგან გამოწვეული გაურკვევლობა, რომელმაც ასახვა ჰპოვა ყველა დარგსა და მიმართულებაში. მათ შორისაა: ფინანსური სისტემა, ეკონომიკური მდგრადობა, საინვესტიციო აქტივობა, სამომხმარებლო აქტივობა, საზოგადოებრივი განწყობა. ამასთან უცნობია რისკების სიღრმე, გამოწვევების დაძლევის დრო და მოცემულობა. გაურკვევლობას აძლიერებს პროგრამული და საკადრო პოლიტიკის დისბალანსი (რაც საკადრო „ბორანის“ მუშაობის შედეგია).

სამწუხაროდ „COVID-19“ ვირუსმა დიდი ძალა აჩვენა, რომლის წინაშე ყველაფერი მოწყვლადი გახდა. მის წინაშე სუსტი აღმოჩნდა ყველა ის ტექნოლოგია და ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც აღიარებული იყო ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემებთან ბრძოლაში. ქვეყნებისთვის ძირითად ინსტრუმენტად დარჩა ორგანიზებული მიდგომები, მართვის სიზუსტე, დაფინანსების ინსტრუმენტები და სუბსიდიები.

აღსანიშნია ისიც, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში დაგროვილი ფინანსური დისბალანსის გამო, ვირუსმა: შეარყია ბაზრები; დააჩქარა ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფასების ზრდა; გაზარდა ინვესტორების გაურკვევლობა (ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ ვირუსი აგრესიულია ზოგიერთი კლასის აქტივების მიმართ); ასახვა ჰპოვა ვალუტის გაუფასურებაში და გამოწვევების წინაშე დააყენა სავალუტო ბაზარი;

საბაზრო სიგნალები აქტივების კლასის მიხედვით ცხადყოფს, რომ მარტივი გამოსავალი არ არსებობს.  კონტრასტი  აჩვენებს, რომ გაურკვევლობა იმდენად“ იჭერს“ პროცესებს, რომ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გავლენა დიდი არ იქნება, ამასთან მისაღები სარგებელი კი მცირე იქნება.

ხაზგასასმელია, რომ ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადია ვირუსის ეკონომიკური ტრაექტორია, დაუდგენელია პოლიტიკური სისტემის მიერ პროცესების დაჭერის უნარი, გაურკვეველია ორგანიზაციებისა და საზოგადოების რეაქცია, უცნობია პანდემიის გავრცელების ჰორიზონტები და დასრულების დრო.

საფრთხის შემცვლელია კორონავირუსის მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები, რადგან პანდემიის თანმდევი იქნება მოთხოვნის დაცემა, ზრდის შეჩერება, უმუშევრობის ზრდა, შემოსავლების შემცირება, ვალების ზრდა, აქტივების გაუფასურება.

არსებითია ითქვას, რომ ის რაც „გარემომ“ არ შეცვალა, დღეს ვირუსი ბიოლოგიურად ცვლის. დასაძლევი პრობლემებიდან გამომდინარე, პანდემიის პოტენციალშია პოლიტიკური ძალებისა და არაეფექტიანი მმართველობითი რესურსის ცვლილება.

ნიშანდობლივია ითქვას, რომ პანდემიის შედეგად კაცობრიობამ დაკარგა დრო. მართალია სამყარო ყველაფრის რეგენერაციას შეძლებს, მაგრამ რასაც ვერ დაიბრუნებს ეს არის დაკარგული დრო.

ჯამში, რეკომენდაციის სახით უნდა ითქვას შემდეგი:

  • მყისიერად უნდა გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდისა და იმპორტის ჩანაცვლების მიმართულებით;
  • მოსალოდნელ კრიზისულ ვითარებას სჭირდება აკადემიური, კერძო და სახელმწიფო სექტორის ერთობლივი, კოორდინირებული (კოლექტიური) გამოძახილი. იმისათვის, რომ დაწყნარდეს გარემო და ბაზარი;
  • ქვეყნის სტრატეგიული მზაობისთვის საჭიროა გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ღონისძიებების გატარება, ინიციატივების განხორციელება, პრატიკული ნაბიჯების გადადგმა საზოგადოების მიერ წარმოდგენილი ინიციატივების განხორციელება საზოგადოებაში აღმოცენებულ პირებს ხელეწიფებათ) (დღეს, ჩვენ ვხედავთ მოკლევადიანი პერსპექტივის მიდგომებს);
  • ფორმირებული იქნას პანდემიისგან მოწვეული პროცესების ბლოკირების პროგრამები, რომ ნეგატიური ზემოქმედების მინიმიზება იყოს მინიმალური; შემუშავებული იქნას, როგორც ნეგატიური გავლენის შემცირების ეკონომიკური პროგრამები ისე ეკონომიკური აღდგენისა და ქვეყნის რეგენერაციის სცენარები;
  • წარმოჩინდეს ნებისმიერი პოზიტიური პროცესი და მოხდეს ნეგატიურის კატასტროფიზირების შემცირება;
  • ახლა არის კარგი დრო და მოცემულობა, რომელიც პოლიტიკურ სუვერენებს შესაძლებლობას აძლევს გადააფასონ რისკები, განახორციელონ სტრუქტურული გადაჯგუფება და ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური კლასით გააძლიერონ ქვეყნის მომავალი;
  • ჯამში, პოლიტიკური სისტემა ეკონომიკურად და ფინანსურად რამდენადაც დაიცავს საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ ბაზარს და სამამულო გარემოს, იმდენად დაამტკიცებს თავის ეფექტიანობას.
Facebook Comments
x

Check Also

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ულტიმატუმი ხადას მოსახლეობას

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და სახალხო დამცველს, არ დაუშვან ქვეშეთი-კობის ...