Home » მთავარი » კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოცდა დაიწყო

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოცდა დაიწყო

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოცდა დაიწყო, რაც წარმოუდგენელი მიღწევაა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ტედროს ღებრეიესუსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა დაიწყო, რომლის მთავარი ამოცანაა დაადგინოს, თუ რომელი მკურნალობის მეთოდია ყველაზე ეფექტური.

-ბევრმა ქვეყანამ უკვე დაადასტურა, რომ ისინი შეუერთდებიან „სოლიდარობის გამოცდას“ – არგენტინა, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, ირანი, ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვეიცარია და ტაილანდი – და მე მჯერა, რომ კიდევ ბევრი იქნება.

ეს კორონავირუსი წარმოადგენს უპრეცედენტო საფრთხეს. მაგრამ ეს არის ასევე უპრეცედენტო შესაძლებლობა, რომ გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ.

„ჩვენ ამას „სოლიდარობის გამოცდას“ ვუწოდებთ, რომელიც გამარტივებულ პროცედურებს ითვალისწინებს, რომ გადატვირთულმა საავადმყოფოებმაც კი მიიღონ მონაწილეობა – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...