Home » მთავარი » საფრანგეთში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 4 ათასზე მეტი ადამიანი დააჯარიმეს

საფრანგეთში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 4 ათასზე მეტი ადამიანი დააჯარიმეს

საფრანგეთის პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 4 ათასზე მეტი ადამიანი დააჯარიმა.

შს მინისტრის, კრისტოფ კასტანერის განცხადებით, ბოლო 24 საათში თვითიზოლაციის წესების უგულებელყოფისთვის 4 095 ჯარიმაა გამოწერილი. საფრანგეთის მცხოვრებლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სახლში დარჩენის რეკომენდაცია მიეცათ. ქუჩაში გასასვლელად მათ წერილობითი განმარტება ესაჭიროებათ. საფრანგეთში კორონავირუსმა 264 ადამიანი იმსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის 9 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

წყარო – https://www.bfmtv.com/actualite/coronavirus-4-095-amendes-mercredi-pour-non-respect-des-regles-du-confinement-castaner-1877639.html?fbclid=IwAR20ZJBT_s7nTx-eKaEbbb8sKFnObuX2118m3Dhs5wk-b1DudGorjkGwRlA

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...