Home » მთავარი » ასობით მილიარდი კალია – აფრიკა შიმშილის საშიშროების წინაშე დადგა

ასობით მილიარდი კალია – აფრიკა შიმშილის საშიშროების წინაშე დადგა

უდაბნოს კალიების შემოსევამ აღმოსავლეთ აფრიკაში სამხრეთ სუდანს მიაღწია. ამის შესახებ BBC გაეროს საკვების სააგენტოზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მწერებმა ქვეყანაში უგანდიდან შეაღწიეს, აფრიკის კონტინენტზე კი იემენიდან მოხვდნენ. გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ ცოტა ხნის წინ დასრულებული სამოქალაქო ომის გამო სამხრეთ სუდანში ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა და რამდენიმე მილიონი ადამიანი უკვე შიმშილობს. გაეროში აცხადებენ, რომ თუ მდგომარეობა არ გამოსწორდება, შემოსევა მთელს კონტინენტზე ნამდვილ კრიზისს გამოიწვევს.

მწერებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება თვითმფრინავებიდან პესტიციდების გამტვერებაა, თუმცა რეგიონის ქვეყნების უმეტესობას ამისთვის საკმარისი რესურსი არ აქვს. გაეროში საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ მწერებთან ბრძოლისთვის $76 მილიონია საჭირო.

საშუალოდ, ერთ კალიას 2 500 ადამიანის გამოსაკვებად საკმარისი ბურღულეულის განადგურება შეუძლია. სპეციალისტები შიშობენ, რომ მწერების რაოდენობა, რომელიც უკვე ასობით მილიონს შეადგენს, ივნისისთვის 500-ჯერ გაიზრდება.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...