Home » მთავარი » ტელეკომპანია პირველს ინკასო დაადეს

ტელეკომპანია პირველს ინკასო დაადეს

ვახტანგ წერეთელი :

არსებობს რაღაც, რასაც ალბათ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს !

მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის !

მაშინ, როცა ბიზნესს წარმოუდგენელი გამოწვევები აქვს !

მაშინ, როცა არავინ იცის, რა ელოდება ამ ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას !

მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რომ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდონ. ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი !

მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია !

ტელეკომპანია ,,პირველს” ისევ ინკასო დაადეს !

გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის !

ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია !

გავიმეორებ : ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ !!!

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...