Home » მთავარი » მთავარი არხის ანგარიშებს ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო

მთავარი არხის ანგარიშებს ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო

მთავარ არხს  ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას არხის საინფორმაცია სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ავრცელებს.

“მაშინ როდესაც ბიზნესი კრიზისშია, შესაბამისად ვერც ტელევიზიებს ურიცხავს სარეკლამო მომსახურების თანხას, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მედიის მუშაობაა არა საჭირო და ინკასო დაადო ორ ტელევიზიას, მთავარ არხს და ტვ პირველს”, — წერს მელაძე.

ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებითაც, ტელევიზიის ანგარიშებს ისევ ინკასო დაადეს. მისი თქმით, ამას ვერ წარმოიდგენდა მაშინ, როცა მთელი ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის, ბიზნესს წარმოუდგენელი გამოწვევები აქვს, ჟურნალისტები და ოპერატორები კი საკუთარ ჯანმრთელობას სასწორზე დებენ.

2019 წლის 15 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა TV პირველს, კავკასიასა და რუსთავი 2-ს და ერთ-ერთ რეგიონულ მაუწყებელს ინკასო დაადო და ამით ტელევიზიებს ფინანსური ოპერაციები შეეზღუდა. TV პირველისა და კავკასიის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობად მიიჩნევდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ იმ ფონზე, როცა ტელეკომპანია იმედსა და რუსთავი 2-ს გაცილებით უფრო მაღალი საგადასახადო დავალიანება ჰქონდათ, სამინისტრო მათ 10-წლიან რესტრუქტურიზაციას სთავაზობდა, მათ კი გადახდას.

 

Facebook Comments
x

Check Also

ჯო ბაიდენის თქმით. აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 600 ათასს გადააჭარბებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით პროგნოზების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 600 ათასს გადააჭარბებს. „სიკვდილიანობის ...