Home » მთავარი » Menu.ge: უკონტაქტო და უფასო მიწოდება კორონავირუსის წინააღმდეგ

Menu.ge: უკონტაქტო და უფასო მიწოდება კორონავირუსის წინააღმდეგ

საჭმლის მიტანის კომპანიამ, Menu.ge-მ, რომელიც თანამშრომლობს 600-მდე რესტორანთან და მაღაზიასთან, შემდეგი მესიჯი გაავრცელა:

კორონავირუსის პანდემიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ რესტორნებმა და კაფეებმა დროებით მხოლოდ მიტანის სერვისის მეშვეობით განაგრძონ ოპერირება, გადავწყვიტეთ მივიღოთ შემდეგი ზომები:

1. წარმოვადგინეთ უკონტაქტო მიწოდების სერვისი. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს არ უწევს კურიერთან კონტაქტი. მომხმარებელი იღებს ზარს და სურვილის შემთხვევაში, კურიერს აძლევს მითითებას, სად დატოვოს შეკვეთა.

2. უფასო მიტანა, რომელიც მოქმედებს თბილისის მასშტაბით (იმ შემთხვევაში, თუ რესტორნიდან ან მაღაზიიდან შეკვეთის ადგილამდე მანძილი არ აღემატება 3 კმ-ს. იმის გათვალისწინებით, რომ Menu.ge ბევრ რესტორანთან და მაღაზიასთან თანამშრომლობს, მომხმარებელს რესტორნებისა და კაფეების დიდი არჩევანი აქვს, თავისი ადგილსამყოფელის სიახლოვეს.

3. მიტანისთვის ღია ზონებია მთაწმინდა, წყნეთი, კოჯორი, წავკისი და საგურამოც. ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეუძლიათ მიტანის სერვისით სარგებლობა Menu.ge-ს მეშვეობით.

4. რესტორნების დასახმარებლად დავნერგეთ ახალი პარტნიორი რესტორნების ექსპრეს დამატება ვებ-გვერდზე და აპლიკაციაში. რესტორნის მფლობელები, რომელთაც გსურთ, რომ სწრაფად შედგეს კონტრაქტი და კოლაბორაცია თქვენს რესტორანსა და ჩვენს მიტანის სერვისს შორის, დაგვიკავშირდით ნომერზე – 0322544444.

5. ყველა შესაძლო ზომები იქნა მიღებული კურიერების უსაფრთხოებისთვის – ხელთათმანი, დეზინფექტანტი სითხეები, პირბადეები (რამდენადაც ხელმისაწვდომია აფთიაქებში).

შეგახსენებთ, რომ Menu.ge-ს მეშვეობით შეგიძლიათ შემდეგი პროდუქციის შეძენა:

1. ნებისმიერი კერძი ქალაქში არსებული რესტორნებიდან (პიცა, სუში, შაურმა, ბურგერები, ქართული და აზიური სამზარეულოს კერძები, დესერტები), ისევე, როგორც სასმელები.

2. ყვავილები და ბუშტები (ეს სერვისი მოსახერხებელია მაშინ, როცა გსურთ, რომ საყვარელ ადამიანს სახლიდან მიულოცოთ დაბადების დღე)

3. სასმელი წყალი;

4. საჭმელი ცხოველებისთვის;

5. კერძები “უნიკალური სამზარეულოსა” და “სამარხვო” კატეგორიებიდან;

6. ხილის ასორტი და ჩირი;

7. ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები.

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...