Home » ემიგრანტები » თიკა სვანიძე ემიგრაციაში დარჩენილ სტუდენტებს ეხმარება და საზოგადოებას მიმართავს

თიკა სვანიძე ემიგრაციაში დარჩენილ სტუდენტებს ეხმარება და საზოგადოებას მიმართავს

ორგანიზაციის “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” დამფუძნებელი თიკა სვანიძე გერმანიში დარჩენილ სტუდენტებს ეხმარება, რომელთაც ფრენა გააუქმდათ. ის მოუწოდებს ყველას გვერდით დაუდგნენ ახლა რთულ მდგომარეობაში მყოფთ.

-იმედია რომ ძლიერად ხართ და მეტი რა გზა გვაქვს ამ გაუსაძლის მდგომარეობაში!
უფლის ნებით ჩვენი ოჯახი კარგად ვართ მაგრამ ჰოლანდიაში შექმნილი ვითარება მძიმეა ვინაიდან სახელმწიფოს კორონა ვირუსის საკმარისი ტესტებიც კი არ გააჩნია, ასე რომ კიდევ ერთი ტაში ჩემს საქართველოს და მის ხელმძღვანელობას საუკეთესო ზრუნვისთვის და მობილიზაციისთვის!
ბოლო სამი დღის განმავლობაში მე და ჩემი გუნდი ინტენსიურად ჩართულნი ვართ იტალიის, ავსტრიის და გერმანიაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების პრობლემების მოგვარებაში. ამ ეტაპზე შევძელი 5 ძალიან დიდ პრობლემაში მყოფი ახალგაზრდის დაფინანსება მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვით რომლებიც 22 მარტს დაუბრუნდებიან საქართველოს. ახლა კი გერმანიაზე მობილიზრბულნი სადაც 200 ადამიანს ესაჭიროება დახმარება და აქედან 10 ახალგაზრდა ხალიან ცუდ სიტუაციაშია.


მე შევძლებ რამოდენიმე ადმიანის დახმარებას მაგრამ ჩემი დიდი სურვილია ყოველმა ჩვენთაგანმა აიღოს ეს პასუხიგებლობა და ერთად დავეხმაროდ მათ. თქვენი გაცემული 1 ლარიც კი ამ აქციაში ერთად ბევრ სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანს დაეხმარება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ავსტრიისა და გერმანიის საელჩოს ოპერატიული თანამშრომლობისთვის! ჩემს პარტნიორს EUGBC ბიზნეს საბჭოს ინფორმაციის მოწოდებისთვის და ჩემს გუნდს ამ დღეებში გაწეული შრომისთვის! ველი სულითა და გულით თქვენს თანადგომას თუნდაც 1 ლარით დიასპორების ალიანსის ანგარიშზე. ძალა ერთობასა და სიყვარულშია! დიდი მადლობა ყველას წინასწრ გულისხმიერებისთვის და დახმარებისთვის! თქვენი გადმორიცხული თანხით მალევე გაიგებთ ვისი ბილეთის ყიდვას შევძლებთ.


ასევე მივმართავ დიასპორების წარმომადგენლებს და ჩემს კოლეგებს მსოფლიოს მასშტაბით ჩაერთოთ ამ აქციაში ჩვენი ამხელა პრობლემებში ჩავარდნილი თანამემამულეების დასახმარებლად, გასაერთიანებლად და სამშობლოში დასაბრუნებლად სამშობლოში! მიყვარხართ

Facebook Comments
x

Check Also

სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა

ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის უწყება მორიგ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სამხედროებისა და ...