Home » მთავარი » ღია წერილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს!

ღია წერილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს!

დათო ბაძაღუა

ღია წერილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს!

 

ბატონებო და ქალბატონებო – 2019 წლის დეკემბერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით სამი სხვადასხვა სსიპ -ს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრი იქნა ლიკვიდირებული.

აღნიშნული ცენტრების ლიკვიდაციის გამო უამრავი ადამიანი დარჩა ქუჩაში ბედის ანაბარად მიტოვებული, სამსახურის გარეშე. მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო გახლდათ ოჯახის რჩენისთვის იქ მიღებული, საკმაოდ მწირი, მაგრამ საიმედო შრომის ანაზღაურება.


ცნობილია, რომ აფხაზეთის მთავრობამ მის შემდგომ ალტერნატიული ცენტრი შექმნა, სადაც თავიანთი შეხედულებებისამებრ აიყვანეს თანამშრომლები ( სრულიად ახლები და ყოფილი ცენტრებიდან), რომლებიც შემდგომ დასაქმდნენ ახლად შექმნილ ცენტრში. მაგრამ აქვე მოგახსენებთ, რომ ყოფილი ცენტრებიდან ბევრი პროფესიონალი, საქმის მიმართ თავდადებული გოგო -ბიჭები ყველანაირი მორალური პრინციპებისა და შეხედულებების, ალტერნატიული შემოთავაზების გარეშე დატოვეს.
ახლა როდესაც დადგა უკიდურესად რთული პერიოდი მსოფლიოში მძვინვარე კორონა ვირუსის გამო, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ უკიდურესად რთულ მდგომარეობაში, რის გამოც შესაძლოა მათი ოჯახები აღმოჩნდნენ შიმშილის ზღვარზე.


ვფიქრობ ის დროა ეხლა, ამ განსაცდელის ჟამს, ყველა ერთმანეთს უნდა დაუდგეს


. აფხაზეთის მთავრობას და საზოგადოებას არაერთხელ გადაულახია მსგავსი პრობლემები, მაგრამ უსამართლობა იქნება თუ ამ ხალხს არ მივხედავთ სასწრაფოდ!
ვფიქრობ, აფხაზეთის მთავრობას ამის შესაძლებლობა სრულად გააჩნია ამ პერიოდისთვის- რა თქმა უნდა თუ ექნება ამის სურვილი, თუმცა იმედს არ ვკარგავთ, რადგან ბოლო პერიოდში უამრავი მაგალითები გვაქვს, რასაც საგანგებოდ აკეთებს ჩვენი ცენტრალური ხელისუფლება საკუთარი ხალხის გადასარჩენად.


მე მჯერა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრის დამოკიდებულების – საკითხთან მიმართებაში, რომ თითოეული თქვენგანი ეხლა ერთად დგას და როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე თქვენც იზრუნებთ თითოეულ აფხაზეთის მკვიდრ მოქალაქეზე.


ბატონებო და ქალბატონებო – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპუტატებო – მოგმართავთ თხოვნით, საგანგებოდ შეიკრიბოთ და განიხილოთ ამ ხალხის წინაშე მდგარი პრობლემები, რათა გადავარჩინოთ ისინი და მათი ოჯახები, რომლებიც სრულიად უსამართლოდ იქნენ ქუჩაში გაშვებულნი, გარდა იმისა, რომ ისინი პროფესიონალები არიან, დღეს მათ ძალიან უჭირთ.


იმედს ვიტოვებ, რომ არცერთი დეპუტატი ამ საკითხს გულგრილად არ შეხედავთ.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...