Home » მთავარი » მზად ვარ დამიჭირონ ,აღდგომა დღეს წირვას ვერ გავაცდენ

მზად ვარ დამიჭირონ ,აღდგომა დღეს წირვას ვერ გავაცდენ

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი შალვა კეკელია ამბობს, რომ ურჩევნია ციხეში მოხვდეს, ვიდრე აღდგომის დღესასწაულზე წირვაზე ვერ წავიდეს.

შალვა კეკელიამ მედიასთან განცხადებაც გააკეთა, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მე რომ, მაგალითად, მღვდელი არ ვიყო და ერის კაცი ვიყო, აღდგომა დღეს წირვას ვერ გავაცდენ. სულ რომ მოვკვდე, სულ რომ სიკვდილი მემუქრებოდეს, მე ვერასოდეს ვერ დავთმობ ეკლესიას. აღდგომა დღეს სახლში ვერ დავრჩები. აღდგომა არის ყველა ქრისტიანისთვის. ურწმუნოება მომკლავს, თუ ვირუსი მომკლავს… მირჩევნია მოვკვდე ხორციელად, ვიდრე აღდგომა დღეს წირვაზე არ წამოვიდე. მე მაგალითად მზად ვარ დამიჭირონ და ციხეში მოვხვდე, ვიდრე აღდგომას წირვაზე არ წავიდე”, — ამბობს მღვდელი შალვა კეკელია.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...