Home » ეკონომიკა » “უშველეთ საქართველოს ფინანსთა მინისტრს!!!”

“უშველეთ საქართველოს ფინანსთა მინისტრს!!!”

მიხეილ ჯიბუტი

ეკონომისტი

-საქართველოს მთავარი სისტემური პრობლემა უწესრიგობაა, ანუ ის ეხება ყველას და ყველაფერს ქვეყანაში. მისი მიზეზები და ფორმები სხვადასხვა ქვესისტემებში – ქალაქი, სოფელი, სკოლა,ოჯახი,ეკლესია… -შეიძლება იყოს სხვადასხვა. ასე მაგალითად, ხელისუფლებისათვის უწესრიგობის, არაეფექტიანობის უმთავრესი მიზეზი მისი მმართველი ზედა ნაწილის უცოდინარობა, უწიგნურობა, გამოუცდელობა და არაკომპეტენტურობაა.

ჩემი პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების საქმიანობას ყველაზე უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ. ეხლა ერთ მათგანზე -საქართველოს ფინანსთა მინისტრზე – ბატონ ივანე მაჭავარიანზე, მოგახსენებთ.მას, მინისტრის პორტფელის მიღების შემდეგ (12.07.2018), არ ჰქონია არც ერთი საჯარო გამოსვლა, რაღაც პროფესიული, ფაქტოლოგიური, ან ტექნიკური ლაფსუსი რომ არ დაეშვას! ვფიქრობდი,ან გამოასწორებს, ან შეუსწორებენ… დღეს როდესაც მსოფლიო პირველ გლობალურ ბიოლოგიურ კრიზისშია, რომელიც ეკონომკური კრისზისისკენ მიექანება, საქართველოს საშველი გეგმა ჭირდება, რომლის კოორდინაცია თავისი ბუნებიდან გამომდინარე მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია. ამიტომ უმაღლეს პოლიტიკურ აქტიორთა კომპეტენცია და ხედვა გადამწყვეტია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის აზრით , საქართველოში ტურიზმი ყველაზე დიდ დარტყმას მიიღებს და ციტატი:”გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეორე ნეგატიური ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს. ესაა ნავთობის ფასების კოლაფსი.”ყველაფერი პირიქითაა, ამ უბედურების დროს, ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი დადებითი ფაქტორი საქართველოსათვის, ესაა ნავთობზე ფასების დაცემა!!!! საქართველომ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა ქვეყანამ, ეს მომენტი უნდა გამოიყენოს და გაზარდოს ის წარმოება სადაც ნავთობპროდუქტები გამოიყენება, მაგალითად, საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, ჩაანაცვლოს სურსათის იმპორტი …. ეხლაა საჭირო ხვნა – თესვის სახელმწიფო პროგრამა…

მოგიწოდებთ, სახელმწიფო თუ არ გააკეთებს, თითოეულმა ოჯახმა, რამდენიც შეგვიძლია, ავითვისოთ მიტოვებული მიწები, დავამუშავოთ და მივიღოთ მოსავალი …შევამსუბუქოთ მოსალოდნელი ფათერაკები…ვიღაცა თუ დაიწყებს, რომ ფინანსთა მინისტრი სხვა რამეს გულისხმობდაო, რომ ნავთობის ფასების და ცემა დოლარის კურსის ზრდას იწვევს და ა.შ., მაშინ კიდევ უარესადაა საქმე და მინისტრს კომპეტენციის პრობლემა კი არა, არამედ აზრის გამოთქმის პრობლემა ჰქონია! ერთი სიტყვით, უშველეთ ფინანსთა მინისტრს, თორემ თავსაც დაღუპავს და ჩვენც!

Facebook Comments
x

Check Also

“მეუფეები მრევლს აფრთხილებენ – არ დაარღვიოთ კონონი, თორემ დაჯარიმდებითო”

მიმდინარეობს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები და ალბათ შევთანხმდებით იმაზე, რომ სააღდგომო ლიტურგიის დროს არც ...