Home » მთავარი » მზად ვარ, ჩემი ცოდნის და გამოცდილების ფარგლებში გავხდე მოხალისე!

მზად ვარ, ჩემი ცოდნის და გამოცდილების ფარგლებში გავხდე მოხალისე!

ნინო თევდორაშვილი

ბატონო პრემიერო!

ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო!

მოგეხსენებათ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე უდიდესია წინა ხაზზე მყოფი პოლიციელების დაინფიცირების რისკი…

ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი.

მე მზად ვარ, ჩემი ცოდნის და გამოცდილების ფარგლებში, როგორც მოხალისე, ჩავერთო და თავდაუზოგავად ვიშრომო ჩვენი ქვეყნის პილიციელებისა და რიგითი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.

მოგმართავთ თხოვნით, მოგვცეთ მოხალისეებს ამის შესაძლებლობა!

აქვე მოგიწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, ვისაც გაქვთ კრიზისული სიტუაციების მართვის კუთხით გამოცდილება, გვერდით დავუდგეთ მთავრობას და სამართალდამცავ ორგანოებს, ამ უდიდესი გამოწვევის წინაშე ბრძოლის დროს, რათა საერთო ძალებით დავამარცხოთ უმძიმესი ვირუსი COVID-19.

Facebook Comments
x

Check Also

“ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მოახმაროთ ხალხს…”

პაატა ჯიბლაძე “მემარცხენე ალიანსის” საორგანიზაციო მდივნი ჩვენი პარტიის, ,,მემარცხენე ალიანსის”აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ სხვადასხვა საინფორმაციო ...