Home » მთავარი » ტესტებს პირველად მარნეულსა და ბოლნისში გამოიყენებენ

ტესტებს პირველად მარნეულსა და ბოლნისში გამოიყენებენ

სწრაფი ტესტები საქართველოშია. ჩინეთიდან სპეცრეისით ჩამოტანილ კორონავირუსის სადიაგნოსტიკო საშუალებებს პირველად მარნეულსა და ბოლნისში გამოიყენებენ.

სწრაფი ტესტების შემოტანა 4 ეტაპად იგეგმება და აპრილის ბოლომდე ქვეყანაში 200 000-მდე სადიაგნოსტიკო საშუალება იქნება. თუკი აქამდე კორონავირუსის ამოცნობა მხოლოდ PCR ტესტით იყო შესაძლებელი, ახლა გაჩნდება ანტიგენური ტესტი, რომელიც ვირუსს საწყის ეტაპზე ავლენს. გვაქვს თუ არა COVID-19  – ამის დასადგენად რამდენიმე საათის ნაცვლად უკვე ერთი საათი იქნება საჭირო. სახელმწიფო ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სწრაფი ტესტების კომერციული მიზნებით გამოყენებას.

ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, ახალი ტესტები პრიორიტეტულად გამოიყენოს მედპერსონალისა და რისკჯგუფის ადამიანებისთვის. მოქალაქეები სწრაფი ტესტებით დიაგნოსტირებას მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით შეძლებენ.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...