Home » მთავარი » საქართველოს პრეზიდენტმა ემიგრანტებს სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა ემიგრანტებს სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა ემიგრანტებს სოლიდარობა გამოუცხადა და კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით ქართველ სიფრთხილისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისაკენ მოუწოდა.

“ჩემო თანამემამულეებო, მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც იმყოფებით საქართველოს საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში, თქვენი ოჯახებისგან მოშორებით, იქ, სადაც ახალი კორონავირუსია გავრცელებული,  მძიმე პირობებში. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი სოლიდარობა და გთხოვოთ –  იყავით ძალიან ფრთხილად, მოუსმინეთ ყველა რეკომენდაციას და ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ!” – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ...