Home » ეკონომიკა » დღესაც 50 000 ლარის ღირებულების პროდუქციას ვაგზავნით საავადმყოფოებისთვის, კარანტინებისთვის…

დღესაც 50 000 ლარის ღირებულების პროდუქციას ვაგზავნით საავადმყოფოებისთვის, კარანტინებისთვის…

ჩვენ სამთავრობო პროგრამაში აუცილებლად გავაკეთებთ შეწირულობას, – ამის შესახებ BM.GE-ის სს ქართული ლუდის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა.

მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლისა და ქართული ეკონომიკის გადარჩენის საკითხში მნიშვნელოვანია, რომ კერძო და საჯარო სექტორი ერთიანი იყოს, სწორედ ამიტომ კომპანია გარკვეულწილად ჩართულია უკვე სამთავრობო პროგრამებში და პროდუქტებს საკარანტინე სივრცეებსა და იმ დაწესებულებებში უსასყიდლოდ აგზავნის, სადაც ამის საჭიროება აქვთ.

„ჩვენ სამთავრობო პროგრამაში აუცილებლად გავაკეთებთ შეწირულობას. ჩვენ დღესაც 50 000 ლარის ღირებულების პროდუქციას ვაგზავნით საავადმყოფოებისთვის, კარანტინებისთვის, იმ ხალხისთვის ვინც ჩართულია დღეს ამ პროცესებში, ზოგადად ყველგან, სადაც ამის საჭიროება არის.

გარდა ამისა, ჩვენ სხვა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ, შესანარჩუნებელია ის ხალხი, ვინც პოტენციურად ქუჩაში შეიძლება დარჩეს, თუმცა ეს ის პრობლემაა რომელსაც ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ.

თუ დღეს არ იქნება ერთიანობა მტრის წინააღმდეგ, როგორიც არის ვირუსი და ქვეყნის ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობა, ისე არაფერი გამოგვივა. თუ ჩვენ ერთ აზრზე ვიქნებით, რომ რამენაირად ქვეყანას ხელი შევაშველოთ, მაშინ ყველაფერი გამოგვივა“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

bm.ge

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...