Home » მთავარი » ვირუსის მიუხედავად თამარ ტალიაშვილი ზღვისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ვირუსის მიუხედავად თამარ ტალიაშვილი ზღვისუბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

ქვეყანაში კორონავირუსის გამო შეცვლილი დღისწესრიგის  მიუხედავად,  მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეფერხებულა.  სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს თბილისის ზღვისუბნაშიც. ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის III მ.რ II კვ. N27 კორპუსში ხორციელდება, სადაც 151 გრძივ მეტრზე წყალარინების გარე ქსელი, ხოლო 58 გრძივ მეტრზე შიდა ქსელი იცვლება. ასევე, მონტაჟდება 8 ახალი საკომუნიკაციო ჭა.

სამუშაოებს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

თამარ ტალიაშვილის თქმით, ზღვისუბანში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, შიდა კომუნიკაციების განახლება და  სრული მოწესრიგება, რაც მოქალაქეთა ყოველდღიურ საცხოვრებელ პირობებს აუმჯობესებს.

მსავსი სამუშაოები ზვისუბნის კიდევ ორ მისამართზე მიმდინარეობს.

Facebook Comments
x

Check Also

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილ იქნა, ...