Home » მთავარი » შევდივარ ეკლესიაში, სანთლებს ვანთებ… ან ქართველი რომ შევიდეს თუნდაც, მეჩეთში, რა მოხდა მერე!

შევდივარ ეკლესიაში, სანთლებს ვანთებ… ან ქართველი რომ შევიდეს თუნდაც, მეჩეთში, რა მოხდა მერე!

 ალი ბაბაევი

საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელი

– „გუშინ დამირეკეს და მითხრეს, გაიგე, რომ მღვდლებმა მარნეულში ცენტრალური ქუჩები აკურთხესო? – მერე რა არის ამაში გასაკვირი-მეთქი, ვუპასუხე! მე მცხეთაში, ეკლესია-მონასტრების გარემოცვაში გაზრდილი კაცი ვარ, შევდივარ ეკლესიაში, სანთლებს ვანთებ… ან ქართველი რომ შევიდეს თუნდაც, მეჩეთში, რა მოხდა მერე! მაგრამ ეს ადამიანები ამითაც მანიპულირებენ! ვინც დამირეკა, საკადრისი პასუხი გავეცი. შევახსენე, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა, სადაც ქართველ მართლმადიდებლებთან ერთად, სხვა ეროვნების და აღმსარებლობის ადამიანებიც ცხოვრობენ, სადაც მოღვაწეობს მეუფე, რომელიც ეპარქიას მართავს… მაგრამ არ ჩერდებიან. დღეს კიდევ დამირეკა სხვადასხვა ადამიანმა, რომ იქნებ როგორმე უარყოფითად შემეფასებინა ის ფაქტი, რომ მოძღვარმა მარნეულის ქუჩები აკურთხა, რომლებსაც უნდათ, რომ დაინფიცირებული აზერბაიჯანელი ქალის შემდეგ, კიდევ ახალი პროტესტის ტალღა ააგორონ და ამაში მუსლიმი მრევლი გამოიყენონ.

ამიტომ, მინდა, ძალიან მკაფიოდ დააფიქსიროთ ჩემი პოზიცია: ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, რომელიც მართლმადიდებელი ქვეყანაა. მარნეულში ცხოვრობს ძალიან ბევრი ქრისტიანი მართლმადიდებელი, ამიტომ არავის აქვს უფლება, შეუზღუდოს მათ ქრისტიანული რიტუალები და შეზღუდოს ის ნება, რაც ქვეყანას კანონით აქვს მინიჭებული. ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმის უკან დგანან და მარნეულის ქუჩების კურთხევას აპროტესტებენ, არიან დესტრუქციული ძალები, რომლებსაც ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის შემოტანა უნდათ. საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა და ყველამ თავის რელიგიას და ტრადიციებს უნდა სცეს პატივი. მე ვგმობ პროტესტს, რომელიც მათ გამოხატეს. ეს არის სუფთა პროვოკაცია, ამ ადამიანების უკან ვინც დგას, უნდა დაისაჯოს. არავის აქვს უფლება, აზერბაიჯანელი მუსლიმი მრევლის სახელით ასეთი განცხადებები აკეთოს.“

წყარო:https://progressnews.ge

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი- ვირუსული ინფექციებისთვის – დაიცავი თავი!

გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც წელიწადში დაახლოებით 3-5 მილიონი ადამიანი ავადდება (არ ...