Home » მთავარი » ზემო ალვანში საინფორმაციო ფლაერები დარიგდა

ზემო ალვანში საინფორმაციო ფლაერები დარიგდა

ახმეტის რაიონ სოფელ ზემო ალვანში ,კორონა ვირუსიგან დასაცავად კარდაკარ დარიგდა საინფორმაციო ფლაერები.

აქციაში ჩვენმა ჟურნალისტმა თამარ ჯამარაშვილმაც მიიღო მონაწილეობა, რომელიც მერიის წარმომადგენელთან ერთად მოსახლეობას სტუმრობდა.

თამარ ჯამარიშვილი

დავარიგეთ ფლაერები, სადაც წერია როგორ უნდა დავიბანოთ ხელები, როგორ დავიცვათ დისტანცია და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ პირბადე, ასევე ვის და როგორ უნდა დაუკავშირდნენ სხვადასხვა ინფორმაციის მისაღებად , აქციაში ჩართული იყო ახმეტის მერის წარმომადგენელი,

მეტი იფორმაციისთვის გეტყვით, რომ ალვანში არის მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც დღესაც მიეხმარნენ პენსიონერს რომელსაც გადაადგილება უჭირს და პენსია სახლში მიუტანეს ,ასევე ხვალ მის გაადგილებაზე ეს ჯგუფი იზრუნებს რომ მან შეიძინოს საკვების მარაგი,აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთ ოჯახს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობსს გადაეცა საკვები პროდუქტები რომელიც ადგილობრივმა ემიგრანტებმა შეუძინეს ..

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მსგავსი აქცია კიდევ გაგრძელდება . ბოლოს მინდა სასიხარულო ინფორმაცია მოგაწოდოთ ქალბატონი რომელიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში შესაბამისი სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ,სრულიად ჯანმრთელია და პარასკევს დაუმთავრდება თვით იზოლაციის დრო.გისურვებთ ჯანმრთელობას #დარჩისახლში

Facebook Comments
x

Check Also

“რა დათმო ივანიშვილმა და რა ოპოზიციამ…”

დავით ნებიერიძე მაშ ასე, შევიტანოთ აუცილებელი განმარტებები ივანიშვილთან მიღწეულ 8 მარტის შეთანხმების დეტალებში: პოლიტიკური ვითარების ...