Home » მთავარი » “საქართველოს ხელისუფლებას ახალი რეალობის აღიარება მოუწევს…”

“საქართველოს ხელისუფლებას ახალი რეალობის აღიარება მოუწევს…”

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სააგენტო ТАСС-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია.

არსებობს ჟენევის ფორმატი, სადაც მოლაპარაკებები გაგრძელდა და საქართველოს ხელისუფლებას ახალი რეალობის აღიარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით „აფხაზეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა არ გახდება ვინმესთან მოლაპარაკებების საგანი“.

„ომის შემდეგ სიტუაცია არასოდეს არის ისეთი, როგორც ომამდე იყო. ომი ცვლის საზღვრებს. ნუთუ შესაძლებელია დავაბრუნოთ 1992 წლამდე არსებული სიტუაცია? ეს შეუძლებელია. საქართველოს ერთიანობის დაბრუნება ისევე შეუძლებელია, როგორც საბჭოთა კავშირის დაბრუნება. არის პროცესები, რომელთა შეცვლა შეუძლებელია და ისტორიის ნაწილი ხდება. არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამას არ აღიარებენ, თუმცა მსოფლიომ აღიარა ეს, ვინაიდან მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ეს რეალობაა. რაც უფრო ადრე აღიარებს საქართველოს ხელმძღვანელობა ამ რეალობას, მით უფრო მალე ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები ჩამოყალიბდება. ჩენ ამაში დაინტერესებულნი ვართ“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

Facebook Comments
x

Check Also

დღევანდელი საარსებო მინიმუმის გათვლა არარელევანტური და აცდენილია რეალურ ცხოვრებას!

დღევანდელი საარსებო მინიმუმის გათვლა არარელევანტური და აცდენილია რეალურ ცხოვრებას! თუ გვინდა ადამიანებმა ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესონ, ...