Home » ბლოგი » თინა თაყაძე – ტარიელისგან ამას, არ ველოდი…

თინა თაყაძე – ტარიელისგან ამას, არ ველოდი…

ბლოგი

თინა თაყაძე

ჟურნალისტი

“კაი, ყმა”-ზე უნდა მოგითხროთ. ასე უწოდა ტარიელს, ვახუშტი კოტეტიშვილმა. ეს ხევსური, გულწრფელი და ამავე დროს, გენიოსი ადამიანი, არ მახსოვს რომელ წელს გავიცანი. საქართველოში რომ ვიყო, პირად არქივს ამოვქექავდი და დავწერდი მაგრამ, არა ვარ. რეჟისორ რეზო ჩხეიძესთან, სუფრა იყო გაშლილი,, ლარსის 5-ში”.

რამდანიმე მწერალი, მსახიობი და ერთი პოლიტიკოსი ესწრებოდა ვახშამს ჩხეიძის სახლში. მე, როგოოც მეგობარი, ისე ვიყავი და კამერა, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც გვერდით მედო. წარსულზე თხრობა დაიწყეს, ამ გენიოსებმა. ზოგჯერ ვიცინოდით, ხანდახან მოვიწყენდით, ხანაც ჩავფიქრდებოდით. გაუსაძლისი სიჩუმე მოჰყვა ერთ ამბავს, რომელზეც ახლა არაფერს ვიტყვი და, ეს სიჩუმე, თემურ შაშიაშვილმა გაარღვია.,, სთქვი მამულო, გენიალურია! ” უთხრა შაშიაშვილმა, ჩემთვის უცნობ, მორიდებით მჯდომ მამაკაცს.,, სთქვი მამულო” მეცნო და სასწრაფოდ ავიღე კამერა. ტარიელმა, დაიწყო.

, მე შევცვალე მთვარე წუხელ, დავცქეროდი ნარიან მთას!

სთქვი, მამულო! რა გაწუხებს, სთქვი, დავდგები დარიალთან.

სთქვი, დიდგორზე დავიქუხებ, ბებერ კრწანისს ავაღელვებ.

სთქვი, მამულო!

რა გაწუხებს და წამოვშლი არაგველებს.

ტკივილებით მინამულო, სთქვი, თუ უნდა დარი ამ მთას.

სთქვი, მამულო!

სთქვი, მამულო!

სთქვი, დავდგები დარიალთან.

სთქვი, დღეს სული შეშლილია, მერე რა თუ შემოგვლევენ,

გეშინია, გეშინია, გეშინია?!

შემოგევლე.

ვდგავარ ცივი გარინდებით, მშფოთვარ მიწას გადავყურებ,

სისხლიანი ამინდებით შენს მოშუღარს დავაპურებ.

სთქვი, დღეს სული შეშლილია,

მერე რა თუ შემოგვლევენ, გეშინია, გეშინია, გეშინია, შემოგევლე!”

კითხვა დაა სრულა. ისევ ფეხზე იდგა. რეზო, რაღაცას ფიქრობდა, სხვა არავინ იღებდა ხმას. ტარიელმა ჭერს ახედა, მერე მარცხნივ კედელს, სადაც რეჟისორის მშობლები და კინო სურათები აღბეჭდილიყო, გადახედა და როგორც ყოველთვის სჩვევია, ხმადაბლა, ჩახლეჩილი ხმით დაიწყო:

, ბღავილი ამყვა ამ დილით გამოღადრული ყელის,

ქართველობაა ადვილი არაგველობა ძნელი.

შუბლზე მზის მაწევს ნაგრილი როგორც ნარწყევი გველის,

წიწამურია ადვილი ილიაობა ძნელი.

ან კი ვის რაღად ვემდური ამას დუშმანიც გვამჩნევს,

სხვის ომში გამარჯვებულებს საკუთარ ომში ლაჩრებს.

ვერ მიერთგულე ვერასდროს დადედლებულო გულო,

სხვათა ომებში ბელადო შენი მამულის წყლულო.

ფიქრო, ეჭვებით დაღლილო ცავ, დაბზარულო ცრემლით,

ბაზალეთია ადვილი დიდგორი არის ძნელი.

ბუბუნით წამცდა იორი ოდნავ ამართა წელი,

ტახტზე ფიქრია იოლი დავითობაა ძნელი.

რეზო ჩხეიძეს ცრემლი მოადგა. ხელჯოხი, რომელსაც მანამდე ნიკაპით დაყრდნობა მუხლებს შორის მოიქცია და აპლოდისმენტები, წამოიწყო. თემურ შაშიაშვილს სიამაყისა და სიხარულისგან სახე წამოენთო და ფეხზე წამომდგარ როლანდ კილაძისა და ჯონი ჯანელიძის ტაშს, მტევნები ააყოლა. ტარიელის მარჯვნივ მჯდარი, მოძღვარი გიორგი, არ ამდგარა. თავჩაქინდრული იჯდა და წვერს ისწორებდა. არ ვიცი, რაზე ფიქრობდა. თვითონ ტარიელი კი, მორიდებული იდგა. ისე, გეგონებოდა, რამე დააშავაო. ,, ეს, ძალიან კარგია, მაგრამ მე, ეს ყველაზე მეტად მომწონს”. თქვა, ერთ ერთმა ქალბატონმა და ტარიელივით, ფეხზე წამოიჭრა.

მე აგარიდე ფეხი, გვირილავ,

წამოგიქროლა, ქარმა გაგთელა,

რა იოლია სხვისი ტკივილი,

რა ადვილია სხვისთვის სათქმელად

დაასრულა თუ არა, ახლა ჯონი ჯანელიძემ დაიწყო ბუტბუტი:

მწუხრზე მთვარის მოდგა ჩრდილი,

ქარის მოიყოლა გმინვა,

ხომ არ დამისველდი,შვილო,

ხომ არ წამოგაფრთხო წვიმამ…

სადღაც ხმაურია ფოთლის,

ნისლებს ცივი მოაქვთ სიო,

ხომ არ შეგაწუხე მოთქმით, ხომ არ დამეღალე,შვილო…

მიდევს სასთუმალი სველი, თალხი მაფარია ზეცა…

ხომ არ დაგამძიმე ცრემლით, ჩემო ტკივილო და კვნესავ…

ბნელი გაეყარა სერებს, დილა სასთუმალთან მოდგა,

მორჩა ღამეული ცრემლი, მორჩა ღამეული ბოდვა…

მზეო,შენთან შეყრას ვცდილობ, შენთან მომენატრა როკვა,

როგორ ძნელი გახდა,შვილო, შენი ნატერფლების ლოკვა.. “

ბატონო ჯონი, ამან დაწერა ის? – ყურთან ორი ხაზი ვუჩურჩულე მათემათიკოს ჯანელიძეს.

,, მანძილი შენამდე დიდია შენიდან ჩემამდე არც ისე, ამინდი საგრძნობლად მშვიდია, მანცვიფრებ… ” -დიახ, ჩემო თინიკო, მისია. მითხრა ჯონიმ და ვერ გადმოგცემთ, რა ვიგრძენი. ბატონ თემურთან შევთანხმდით, უფრო სწორედ, შაშიაშვილის ინიციატივა იყო, ტარიელ ხარხელაურს ცხვარში წავყოლოდი და იქ მომემზადებინა მასზე ფილმი. ტარიელმა, დაიმორცხვა. სხვას, თავში ავარდნისგან ინსულტი რომ დაემართებოდა, ეგ კი არა, თქვა,,, როგორ უნდა შეწუხდეთ ასე ჩემ გამო”-ვო. ამას, ნამდვილად არ მოველოდი ტარიელისგან.

ახლა, ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები რომ, გახარიასადმი მისმა მიძღვნილმა ლექსმა, საზოგადოების, ჩემი აზრით, ნაკლებად ჯანსაღი ნაწილი, ააყეფა. მარტივია ლანძღო ადამიანი, ვის შესახებაც არაფერი არ იცი ხო? მაგრამ მაინც, თქვენი ნებაა ეგ და მე, ჩემს აზრს, ჩემებურად ვიტყვი.

ის, ქალაქს ვერ უძლებს. ამბობს რომ ქალაქში და იქ სადაც ხმაურია, ფიქრს ვერ ახერხებს, სწორედ ამიტომ მოსწონს მთაში, ცხვრებთან, მწყემსად ყოფნა.

– როგორია კაცური ხასიათი? ერთზელ, ერთმა ჩემმა კოლეგამ ჰკითხა მას.

-კაცობა, მუშტი-კრივი არ არის.

დღეს როცა გაგვიჭირდა, ქალმა აიღო თავის თავზე ოჯახის გადარჩენის ფუნქცია. კაცმა კი ეს შეიფერა, მიყუჩდა. დღეს ჩვენ, როგორც მეცამეტე გოჭი, ისე ვართ ქალზე მიბმული. კაცი თვლის რომ ის ვალდებულია, ქალმა უნდა იზალოს თავში ქვა და მიუტანოს სარჩო. არა! ასე არ უნდა იყოს. შენ კიდევ ზიხარ სახლში და წუწუნებ, ეს მაკლია, ის მაკლია. ამიტომ დაწერა.

,, ქართვლის დედებო საქართველო შეიდგით მხრებზე რადგან კაცებმა უარი ვთქვით გადასარჩენად”… გახარიასადმი მიძღვნილი ლექსიც, რჩევად და წუხილად ჩავთვალე, როგორც პატრიარქისადმი თავის დროზე მიძღვნილი. ,, ბრძანე მოძღვარო გონებავ ერის”… იმის მიუხედავად რომ პატრიარქს ერის გონებად საერთოდაც არ ვთვლი, მისი ლანძღვა და კრიტიკა არ მიკადრებია.

ერთხელ, კიდევ ჩემმა კოლეგამ კითხა.

-ბატონო ტარიელ, ის რომ ქალის მხრებზეა ოჯახი, ეს არ აფუჭებს ურთიერთობას? არ ანგრევს სიყვარულს?

-და ჩვენ ნვაქვს სიყვარული?- კითხვაზე, შეკითხვა შეუბრუნა პოეტმა.

– სიყვარული ასეთი მგონია. სიყვარული თუა, შენ უნდა მშიოდე ყოველდღიურად. უნდა მენატრებოდე ყოველდღიურად. შენთან ყოფნა უნდა მსიამოვნებდეს. ხევსური ხარხელაურის ნაკლი, სიძულვილის არ ქონაა და ამას თავადაც ამბობს.

,, ჩემი შვილის მკვლელიც კი ვერ შევიძულე”. მისი შვილი ბექა, 23 წლის იყო, სახლის უკან რომ მოუკლეს და მაინც, ფიქრობს რომ არ აქვს უფლება, საკუთარი ტკივილი სხვას თავს მოახვიოს.

ხშირად, არც ადამიანებთან უნდა კონტაქტი მაგრამ,,, შენ რომ გინდა და მიცდი, მე რა უფლება მაქვს არ მოვიდე ლა არ გელაპარაკოვო” ამბობს.

ბევრი რამ მაქვს მასზე სათქმელი მაგრამ, აქ დავასრულებ. დანარჩენს, მომავლისთვის, ფილმისთვის შემოვიგახავ. თქვენ კი სანამ ვინმეს გალანძღავთ, ეცადეთ იმის 10% შექმნათ, რაც იმან, ვინც გულისტკივილისთვის გაიმეტეთ ლა იმეტებთ.

ესეც, ბლოგის დასასრულს… ,, ჯიხვი ვარ და გადავწექი კლდეზე, დილით ნისლის მსიამოვნებს ლოკვა, მონადირევ, რა გინდა, რომ მეძებ, ღირს კი ბიჭო?! – ახლა ჩემი მოკვლა…”

ჩემო ძვირფასო, უფროსო მეგობარო ტარიელ, მხნედ იყავი, წინ უამრავი ლექსი ლა საქმე გვაქვს. მიყვარხარ!

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის მოწოდება არის სრული დემაგოგია

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია   ...