Home » მთავარი » “რასაც ამ დღეებში აკეთებთ, იგივეა ოპერაციის დროს შეხვიდეთ საოპერაციოში და ქირურგს გარჩევები მოუწყოთ!”

“რასაც ამ დღეებში აკეთებთ, იგივეა ოპერაციის დროს შეხვიდეთ საოპერაციოში და ქირურგს გარჩევები მოუწყოთ!”

ამირან სალუქვაძე

მედიის და პოლიტიკური ძალების გარკვეული ნაწილი, საქართველოს მოსახლეობას ებრძვის.
🔴 თურმე ტოტალიტარული ქვეყანა ვყოფილვართ და სიმართლეს გვიმალავენ?!
 ეს უკვე ფსკერია და მიზნად მოსახლეობის აფეთქებას ისახავს.
 რასაც ამ დღეებში აკეთებთ, იგივეა ოპერაციის დროს შეხვიდეთ საოპერაციოში და ქირურგს გარჩევები მოუწყოთ.

🔸 ჯერ კიდევ პანდემიამდე ვწერდი, რომ ებრძოლეთ ერთმანეთს, ნუ ებრძვით ხალხს. ამ განსაცდელის ჟამს კი, საერთოდ უნდა შეგეწყვიტათ პოლიტიკური დაპირისპირება.

არც ამ დღღებში ხდება, ესაა მოსახლეობასთან ბრძოლა.

🔸 “საოცრება”: გუშინდელ ეთერებს ტვ პირველზე იმით ამართლებენ, რომ თურმე პაატა იმნაძის და ამირან გამყრელიძის საუბრებიდან ბევრი გავიგეთ.

ჩვენ კი გავიგეთ, თანაც მანამდე დიდი ხნით ადრე, თქვენ თუ გაიგეთ?

უამრავჯერ აქვთ ახსნილი, რომ ყველანაირი მეთოდი უნდა არსებობდეს და მაგიტომაც ჩამოაქვთ ტესტები.

ასევე ისიც აქვთ ახსნილი, რომ ამ ტესტების გამოყენებას თავისი წესი აქვს. ისიც ახსნა, იმ მომენტში ტესტმა რომ უარყოფითი გიჩვენა, ეს რას ნიშნავს და ისიც, რომ ეს არ უნდა გაძლევდეთ სიმშვიდის საფუძველს.

ისიც გასაგებად ახსნა რომ ეს დაწუნებული ტესტები თავად კორეულმა კომპანიამ გაიწვია, მაგრამ სამჯერ გაამეორებინეთ შეურაცხმყოფელი ჩაკითხვებით.

ათასჯერ ჩაეკითხეთ კორუფციულ ინტერესზე და, თქვენი აზრით, ეს არ იყო ადამიანზე ფსიქოლოგიური შეტევა?

🔸 მეტი ინფორმაციის მიღება თუ გსურდათ და ეს თუ იყო მიზანი, ერთსა და იმავეს ასჯერ, მაღალ ტონალობაში, კორუფციაზე მინიშნებებით რატომ ეკითხებოდით? საკუთარ სახეს რომ ნახავთ ჩანაწერში, მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ.

🔸 დღეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე და მის ხერხემალზე მიდის მიზანმიმართული შეტევა.

აბა სხვა რა არის ასეთი დაკითხვები, ან ლუგარის ლაბორატორიაში რაღაც კითხვარების გაგზავნა, ბრალდებები, სოცქსელში ორკესტრირებული კამპანია, ცრუ გვერდების შეტევები, გარე “სპეციალისტების” ინტერვიუები, პოლიტიკოსების პერმანენტული ბრიფინგ-ლექციები, როგორ უნდა ვებრძოლოთ ვირუსს, საყოველთაო ფსიქოზის შექმნა და სხვა?

🔸 ალბათ ფსიქოზის გაძლიერება იმასაც ემსახურება, რომ ხალხი ქუჩაში გამოვარდეს…

🔸 მიკვირს ზუგდიდის ფაქტზე რატომ შემოიფარგლა მთავრობა ფულადი ჯარიმით და არ მიმდინარეობს სს საქმე, რატომ არ დაიკითხნენ ორგანიზატორები?

🔴 ყველაზე დიდი მავნებლობაა, რაც ეს ორი დღეა ვრცელდება, თითქოს ინფორმაციებს გვიმალავენ.

🔸 გვახსოვს ქრონოლოგია, ჯერ ექიმებზე თავდასხმები, ბოქსებში შევარდნები, გამყრელიძის და სხვების შეურაცხყოფები. მერე, როცა მიხვდით მცდარ გზას ადექით, ბოდიშის მოხდა. მერე დაიწყო ექიმების მოჭარბებული ქება, რომ არა ჩვენი ექიმები, მთავრობა ჩაფლავდებოდა და ა.შ. აქვე იყო ლუგარის ლაბორატორიის იდეის მითვისების მცდელობა. ესეც მცდარი აღმოჩნდა, რადგან გარდა ჯანდაცვის სისტემის მუშაობისა, ხალხმა დაინახა მთავრობის დროული, თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯები, რომლებმაც, ჯანდაცვის, განსაკუთრებით ეპიდემიოლოგთა და ინფექციონისტთა სწორ მკურნალობასთან ერთად მოგვცა ეს პოზიტიური შედეგი და წარმატება.

🔸 ახლა ახალ გზას ირჩევთ, – წარმატებულ შედეგს აყენებთ კითხვის ქვეშ, რაც პირველ რიგში ისევ ჩვენს ექიმებზე ფსიქოლოგიურ წნეხის გაზრდას, მოსაძლეობის გახლეჩას და, რა თქმა უნდა, ქვეყნის პრესტიჟის შელახვას ისახავს მიზნად.

არ გამოვა, მცდარი გზაა‼️

🔴 ცალკე ბინძური თამაშია ემიგრანტებთან დაკავშირებით. ახლა ცდილობენ, მსოფლიო ეკონომიკის რყევების და მთელი ქვეყნის თვითიზოლაციის, ანუ შენელებული ეკონომიკის პირობებში, მეტი ფინანსური წნეხის ქვეშ მოაქციონ მთავრობა, შესაბამისად მოსახლეობა.

 მთავრობისგან მოვითხოვ ქმედით ნაბიჯებს საგანგებო მდგომარეობის ვითარებიდან გამომდინარე. თუ საჭიროა, როფორც კონატიტუციურადაა გათვალისწინებული, გამოეცით დამატებითი დეკრეტები, მ.შ. მედიის რეგულაციებთან, საჯარო ინფორმაციის მიწოდებასთან, დეზინფორმაციების წინააღმდეგ ბრძოლასთან (მათ შორის სოცქსელში ცრუ გვერდების მეშვეობით) დაკავშირებით. ასევე საჭიროა გამკაცრდეს თვითიზოლაციის დარღვევის მოთხოვნები.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის მოწოდება არის სრული დემაგოგია

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია   ...