Home » მთავარი » საველე ჰოსპიტალში მასალების პასუხს დღის ბოლოს ელოდებიან

საველე ჰოსპიტალში მასალების პასუხს დღის ბოლოს ელოდებიან

უკვე მეშვიდე დღეა რაც ქვემო ქართლის ორი რაიონი მკაცრად კონტროლდება.  მარნეულსა და ბოლნისში შემსვლელ  ყველა მოქალაქეს სიცხეს უზომავენ და დეზინფექციას უტარებენ.  ადგილზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში უკვე 9 ადამიანი მოათავსეს. მათი მასალა თბილისში გადააგზავნეს და პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი. მას შემდეგ რაც ადგილობრივ ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურდა, უკვე 86 ათას მაცხოვრებელს თერმოსკრინიგი ჩაუტარდა.

მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო რეჟიმი 23 მარტს გამოცხადდა. ამ დროის მანძილზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესების დარღვევისთვის უკვე რამდენიმე ათეული ადამიანი დააჯარიმა.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის მოწოდება არის სრული დემაგოგია

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია   ...