Home » ემიგრანტები » ემიგრანტებთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება საკმაოდ მაღალი ინტენსივობით

ემიგრანტებთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება საკმაოდ მაღალი ინტენსივობით

„ემიგრანტებთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც ჩამონათვალია იმ არაერთი მასიური ღონისძიებების, რაც ჩვენმა სახელმწიფომ ჩაატარა ემიგრანტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან დაკავშირებით. მუშაობა მიმდინარეობს და ეს მუშაობა არ შეწყდება, გაგრძელდება საკმაოდ მაღალი ინტენსივობით. გეგმაზომიერება ამ საქმეში არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი“,-ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გააკეტა.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ემიგრანტების ჩამოყვანის საკითხზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და შესაბამისი რესურსების მობილიზება.

„ჩამოყვანის ყველა ფაქტია მოყვანილი და დაგეგმილი რეისებია გამოცხადებული, შესაბამისობაშია საკარანტინო რესურსებთან, რომელიც საქართველოს გააჩნია და შესაბამისი რესურსების მობილიზაცია და ჩამოყვანა არის სრულ შესაბამისობაში ერთმანეთთან, რათა ჩამოყვანილმა ხალხმა თავის თავს არ შეუქმნას საფრთხე და ასევე არ შეიქმნას ეს ქაოტური მდგომარეობა. ასე რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, არის უპრეცედენტო ჩვენი სახელმწიფოს შეძლების ფარგლებში და ეს შესაძლებლობები საკმაოდ გამოიხატა დადებითად ჩვენი დიასპორების წარმომადგენლების დახმარებაში ცალკეულ ქვეყნებში და ჩამონათვალი ამ ქვეყნებისა საკმაოდ ვრცელია“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი- ვირუსული ინფექციებისთვის – დაიცავი თავი!

გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც წელიწადში დაახლოებით 3-5 მილიონი ადამიანი ავადდება (არ ...