Home » მედიცინა » ძალიან მძიმე პაციენტი უკვე კონტაქტური გახდა – რა სიტუაციაა კლინიკებში

ძალიან მძიმე პაციენტი უკვე კონტაქტური გახდა – რა სიტუაციაა კლინიკებში

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, იმ 11 ახალი ინფიცირებულიდან, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, 3 დაავადებული იმკურნალებს ამ კლინიკაში, ხოლო დანარჩენი – სხვა კლინიკებში გაივლიან მკურნალობის კურსს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, სამივე ინფიცირებულის კლასტერი ცნობილია და ეს ინგლისს უკავშირდება. საქართველოში სულ დადასტურებული 108 შემთხვევიდან 50 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომ ბოლო დადასტურებული 11 შემთხვევიდან ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში არ იმყოფება.

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა იმ პაციენტებში, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიან მკურნალობას და რომელთა მდგომარეობა კრიტიკულად ფასდებოდა. ამ კლინიკის დირექტორი ემოციებით აღნიშნავს,  რომ  დღეს მათთვის ბედნიერი დღეა, რადგან ერთ-ერთი მძიმე პაციენტი უკვე კონტაქტურია და დღის ბოლოს შესაძლოა აპარატიდანაც მოხსნან. მკვეთრად დადებითია ორსული ქალბატონის მდგომარობაც.
“რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, მას აქვს გულის უკმარისობა და ამავდროულად ასაკი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კვლევებითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით, დადებითი დინამიკაა მიღწეული და გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. ვიტალური ფუნქციები უკეთესია, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“- იმედს გამოთქვამს ლევან რატიანი.
ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფიცირებულის მდგომარეობაც ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და როგორც ამ ცენტრის ხელმძღვანლი განმარტავს, ყველა მათგანში საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს პროცესი. დამაკმაყოფილებელია აქ მყოფი არასრულწლოვანი ინფიცირებულის მდგომარეობაც.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის მოწოდება არის სრული დემაგოგია

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია   ...