Home » მთავარი » “მთავრობამ შიმშილისგანაც უნდა დაიცვას სახლში დარჩენილი მოსახლეობა”

“მთავრობამ შიმშილისგანაც უნდა დაიცვას სახლში დარჩენილი მოსახლეობა”

საქართველოს მთავრობის მიერ საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ეხმაურება და ამბობს, რომ მოსახლეობის უმეტესობა ისედაც შიმშილობს და მათ სახელმწიფოსგან ანტიკრიზისული გეგმა სჭირდებათ.

“იმ ადამიანს, რომელსაც კარანტინის დროს სახლში დარჩენას ეუბნები, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ორი დღის შემდეგ რა ელოდება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს როგორ ხედავს მთავრობა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს. როდესაც კომპანიები ხალხს აფრთხილებენ, თუ კომუნალურ გადასახადს არ გადაიხდით დენის და გაზის მიწოდება შეგიწყდებათო, როგორ ეტყვი ამ ადამიანებს, რომ არ იმუშაონ და სახლში დარჩნენ? მთავრობა ვალდებულია კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ხელისუფლება არაფერს ამბობს ანტიკრიზისულ გეგმაზე არადა მისი ვალდებულებაა, როგორც კორონავირუსისგან დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, ასევე შიმშილისგანაც,” – ამბობს ნინო ბურჯანაძე.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის მოწოდება არის სრული დემაგოგია

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია   ...