Home » მთავარი » რომელი მიმართულებები აგრძელებენ მუშაობაში საყოველთაო კარანტინის დროს

რომელი მიმართულებები აგრძელებენ მუშაობაში საყოველთაო კარანტინის დროს

საქართველოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ  18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება:

  1. სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა;
  2. სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოება;
  3.  წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობა;
  4.  ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება;
  5.  კომერციული ბანკების საქმიანობა;
  6.  იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების ჯიხურების მეშვეობით;
  7.  საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობა;
  8.  ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობა;
  9. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა;
  10.  საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდება-რეალიზაცია;
  11.  სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება/დისტრიბუცია/რეალიზაცია;
  12.  სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
  13.  მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურება;
  14.  საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. „დელივერი სერვისი“);
  15.  კერძო დაცვითი საქმიანობა;
  16.  საადვოკატო საქმიანობა;
  17.  ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობა;
  18.  პრესის ჯიხურები.

საქართველოს მთავრობა ასევე უფლებამოსილია  დამატებით განსაზღვროს იმ ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

„ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობა, მიუხედავად ფორმისა და სახისა, უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად“, – ნათქვამია  მთავრობის 204-ე დადგენილებაში.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის მოწოდება არის სრული დემაგოგია

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია   ...