Home » ემიგრანტები » ,,სიცოცხლე ყველაფერია და მისთვის ყველაფერი ყველამ უნდა გავიღოთ “

,,სიცოცხლე ყველაფერია და მისთვის ყველაფერი ყველამ უნდა გავიღოთ “

არასდროს არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი , მასთან დიალოგი ყოველთვის ამ სიტყვებით იწყება -,, სხვებმა უნდა ილაპარაკონ“

მისი საყვარელი საქმიანობა, ქველმოქმედება და ადამიანების დახმარებაა ამიტომაც მისი ასეთი დამოკიდებულებაც მისაღები და გასაგებია. დიანა ბაგრატიონის ფონდის დამაარსებელი და პრეზიდენტი, (ფონდი არსებობს 12 წელია ) ასევე ქალაქ ნიუ იორკის მერიის თანამშრომელი- კულტურის დარგში ქალბატონმა დიანამ ნიუ იორკში ასევე დაარსა საქართველოს დღეები ,, დადებულია საქართველოს მხარესთან მემორანდუმი და სექტემბერში იმედი გვაქვს ჩაფიქრებულ გრანდიოზულ დღეებს კვლავაც ჩავატარებთ “. – დიანა ბაგრატიონი.

დიანა ბაგრატიონის და მისი მეუღლის : ვალერი კორტის რომელიც მუსიკალური პროდიუსერი გახლავთ ) ორგანიზებით ნიუ იორკში ბარბარა სტრეიზანდის ლარა ფაბიანის კონცერტები ჩატარდა ასევე ის მსოფლიო ლეგენდის Paul Mccartney-ის კონცერტების ორგანიზატორია.

აქტიური და ქველმოქმედი ქალბატონი ამერიკაში ამ დღეებში განვითარებული მოვლენების ეპიცენტრიდან : ,, ამ ჟამად ყველ 3 მე დღეს ვალანტიორად ვმუშაობ მერიაში 24 საათიანი მორიგეობით – როგორც ამერიკის მოქალაქე , ამავე დროს ვცდილობ დავეხმარო ინფორმაციით როგორც შიდა მუშაკი ჩვენ ქართულ თემს , ასევე ფინანსურად შეძლების დაგვარად ამირიკის და არა მარტო ამერიკის ქართველ ემიგრანტებს – სადაზღვევოებს მძიმე გასაჭირი აქვთ, მყავს ექიმები რომლები უანგაროდ უწევენ დახმარებას ყველას ტელეფონით 24 საათი,

პანიკა საშინელებაა ადამიანისთვის – ეწევა ძალიან დაბლა იმუნიტეტი და ვერ ებრძვის ორგანიზმი ამ საშინელ ავადმკოფობას, ამიტომ მთავრობებმა 24 საათიანი ცხელი ხაზები შექმნეს მოსახლეობის დასამშვიდებლად და სხვა საკითხების სწრაფად მოსაგვარებლად , მეც ასეთ რეჟიმში მიწევს მუშაობა. “

ქალბატონი დიანა ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვადსსხვა სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფებთან : ,,ნიკოლოზ ჩხეძე და ინა ასანიძესთან ერთად სხვა და სხვა ფეის ბუქ ჯგუფებში ვეხმარები ჩვენ ემიგრანტებს , ვუგვარებ პრობლემებს მერიაში მსოფლიოს ყველა ემიგრანტს . ცხელ ხაზზე ვპასუხობთ ყველა შეკითხვაზე

სხვათაშორის დიანა ბაგრატიონი არამარტო ამერიკაში არამედ ევროპის სხვადასვა ქვეყნებში დარჩენილ ქართველებს , სრულიად უცნობ ადამიანებსაც ეხმარება ფინანსურად .

,, მეკითხებიან საიდან ? მე გპასუხობთ საკუთარი დანაზოგიდან . პანდემიის დროს ყველა ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში , ვისაც არ აქვს და აქვს , არცერთი ქართველი არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ და ვეხმარები ასევე ამერიკის მოქალაქეებსაც 24 საათიან რეჟიმში მე და ჩემს გუნდს არ გვძინავს ახლა ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია , სხვათაშორის თქვენი კოლეგა ლელა ნინუა თავის ოჯახთან ერთად გვერდში გვიდგას , მე ყველაფერს ვერ მოვასწრებ ამიტომ მათი დახმარებით პროდიქტები შევიძინეთ და დავურიგეთ მოქალაქეებს , ამ დღეებშიც აქტიურობა გაათმაგდება , ეს ქართველების ღირსებაა არასდროს არ დავდგეთ ჩრდილში და არ შევუშინდეთ პრობლემებს . იმედია ყველაფერი მალე დასრულდება და მსოფლიო გაიმარჯვებს . “ დიანა ბაგრატიონი

შეგახსენებთ ფონდი – “დიანა ბაგრატიონი” 2010 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ლოცვა – კურთხევით დაფუძნდა რომელიც კიბოთი დაავადებულ ბავშვებს ეხმარება საქართველოსა და შეერთებულ შტატებში. ეს არის არაკომერციული საქველმოქმედო ფონდი, რომლის მიზანი იმ ბავშვების და მოხუცების დახმარებაა, რომელთაც სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები აქვთ. ფონდი მათ მკურნალობისთვის საჭირო ფინანსურ დახმარებას უწევს. ორგანიზებას უკეთებს კონცერტებს და შემოსული თანხით ეწევა ქველმოქმედებას . ,, სიცოცხლე ყველაფერია და მისთვის ყველაფერი ყველამ უნდა გავიღოთ “ – დიანა ბაგრატიონი .

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...