Home » მთავარი » აბონენტებს შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში დააფიქსირონ, რომ არ სურთ სახელისუფლებო პროგრამით სარგებლობა

აბონენტებს შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში დააფიქსირონ, რომ არ სურთ სახელისუფლებო პროგრამით სარგებლობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის განცხადებით, რამდენიმე დღეში ელექტრონული პლატფორმა ამუშავდება, რომლის საშუალებითაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აბონენტებს საშუალება ექნებათ, სურვილის შემთხვევაში დააფიქსირონ, რომ არ სურთ ხელისუფლების მირ გამოცხადებული პროგრამით სარგებლობა, რომელიც გაზისა და დენის სამი თვის გადასახადის სუბსიდირებას ითვალისწინებს.

სპეციალისტები აღნიშნული პლატფორმის შექმნაზე ახლა მუშაობენ და ის რამდენიმე დღეში ამოქმედდება. კომისიაში ამბობენ, რომ მთავრობის ინიციატივის გამოცხადების შემდეგ მათთან ბევრი ზარი შევიდა და მომხმარებლების ნაწილი სურვილს გამოთქვამს, დენისა და გაზის ხარჯები თავად დაფაროს.

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...