Home » მთავარი » “ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მოახმაროთ ხალხს…”

“ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მოახმაროთ ხალხს…”

პაატა ჯიბლაძე

“მემარცხენე ალიანსის” საორგანიზაციო მდივნი

ჩვენი პარტიის, ,,მემარცხენე ალიანსის”აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოუწოდა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ პოლიტიკურ პარტიებს,რომ მინ.3 თვის თანხები გადაერიცხათ კორონის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ანგარიშზე,რაც დღემდე არ შესრულებულა.

მინდა შევახსენო ამ პარტიების ე.წ.ლიდერ-ბელადებს,რომ ისინი ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით ცხოვრობენ უზრუნველად, დაბრძანდებიან საზღვარგარეთ მივლინებებში მეუღლეებთან ერთად,სადაც სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში ეწევიან ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ,ცილისმწამებლურ კამპანიას. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენი ჯიბეებიდან დაფინანსებულ პოლიტიკურ პარტიებს,რომ ჭკუის დარიგების ნაცვლად გამოიჩინონ სახელმწიფოებრივი თვითშეგნება, მოქალაქეობრივი სოლიდარობა და გადარიცხონ თანხები კორონის წინააღმდეგ უშეღავათო ბრძოლაში ჩაბმული ჩვენი სასიქადულო ექიმების, ექთნებისა და ყველა იმ ადამიანის დასახმარებლად, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ და იბრძვიან პანდემიის დასამარცხებლად.

P.s.მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრ გახარიას,ბატონო გიორგი,მე ცოტა ეჭვი მეპარება,რომ დაფინანსებულ პარტიათა უმეტესობა ქვეყნისათვის ამ უმძიმეს წუთებში გადადგამს მოსახლეობისათვის ესოდენ საჭირო ნაბიჯს,ამიტომ მოგიწოდებთ,რომ არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მიმართოთ ესოდენ საჭირო ფინანსები ხალხის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად.

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...